ნათია თურნავა - თბილისი მზადაა, აბრეშუმის გზის ფორუმს მაღალ დონეზე უმასპინძლოს

ნათია თურნავა - თბილისი მზადაა, აბრეშუმის გზის ფორუმს მაღალ დონეზე უმასპინძლოს

access_time2019-10-21 12:19:06

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყველა ის ლოკაცია დაათვალიერა, სადაც 22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება, რომლის მუშაობაშიც 60-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ფორუმი ოფიციალურად თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება. გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ფორუმის საპატიო სტუმარი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროფესორი ნოურიელ რუბინი. ფორუმის სხვა ღონისძიებები „ბილტმორსა და „რედისონში გაიმართება.



„ჩვენ მზად ვარ, აბრეშუმის გზის ფორუმს მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ. წლევანდელი ფორუმი რეკორდულია მონაწილეების რაოდენობის თვალსაზრისით - 2000-ზე მეტ მონაწილეს ვმასპინძლობთ, რაც მართლაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ისტორიული აბრეშუმის გზის მნიშვნელობა და კონცეფცია კვლავაც ძალიან აქტუალურია მრავალი ქვეყნისთვის. საქართველო ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა აბრეშუმის გზის არეალში და იყო მნიშვნელოვანი კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის ტვირთბრუნვის მიმართულებით. აღნიშნული ფუნქცია საქართველოსთვის დღესაც ძალიან აქტუალურია. სავაჭრო ურთიერთობები, სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირები, ენერგეტიკული დერეფნები - ჩვენ ფორუმზე ყველა ამ მნიშვნელოვანი მიმართულების შესახებ დისკუსიას გავმართავთ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.




ნათია თურნავას თქმით, სატრანსპორტო დერეფანი, რომლითაც საქართველო აკავშირებს ევროპას და აზიას, ჩვენს ქვეყანას აძლევს მეტი ინტეგრაციისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი.



თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი წელს მესამედ გაიმართება. ფორუმი აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ის მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში.








„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up