ნათია თურნავა - ტანაპისა და ტაპის პროექტებამდე საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მხოლოდ რეგიონალური დონის იყო, ახლა ჩვენ საერთაშორისო მოთამაშეები ვართ

ნათია თურნავა - ტანაპისა და ტაპის პროექტებამდე საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მხოლოდ რეგიონალური დონის იყო, ახლა ჩვენ საერთაშორისო მოთამაშეები ვართ

access_time2020-02-29 11:15:19

„მისასალმებელია, რომ სამხრეთ გაზის კორიდორი დღესდღეობით საერთაშორისოდ აღიარებულია არა მხოლოდ მონაწილე ქვეყნების, არამედ ევროკავშირის ქვეყნების მიერ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საჭოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტერიალი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა.



როგორც თავის გამოსვლაში ნათია თურნავამ აღნიშნა, მინისტერიალის ბოლო შეკრების შემდეგ, დღეს უკვე რეალობაა, რომ სამხრეთ გაზის კორიდორის პროექტი განვითარდა და დიდ პროგრესს მიაღწია.




მისივე თქმით, კორიდორის სამშენებლო სამუშაოები ასი პროცენტით დასრულებულია აზერბაიჯანსა და საქართველოში, თურქეთში კი სრულად არის შესრულებული ინფრასტრუქტული სამუშაოები.



„2019 წლის დეკემბერში ტანაპის პროექტის დაწყებამ ხაზი გაუსვა გაზის ტრანზიტის მნიშვნელოვან მოვლენას. მოგეხსენებათ, პროექტის ინაუგურაციას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ მოვლენით იწყება ახალი ერა ენერგოუსაფრთხოებაში. ტანაპისა და ტაპის პროექტებამდე საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მხოლოდ რეგიონალური დონის იყო, ახლა ჩვენ წარმოდგენილები ვართ როგორც საერთაშორისო მოთამაშეები. მოხარული ვარ, რომ ჩემს ქვეყანას კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს მოახდინოს საკუთარი როლის მნიშვნელობის დემონსტრირება ამ კონტექსტში, - განაცხადა ნათია თურნავამ.



მისივე თქმით, სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის წარმატება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევის როლს ასეთი მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტების შემუშავებისას.



„მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი საერთო ინტერესის შესრულება დაგვეხმარება იმ გამოწვევების გადალახვაში, რომლებიც ქმნიან წინაღობას რეგიონსა და ევროკავშირს შორის დამოუკიდებელი და სტაბილური ენერგიის ნაკადის მიწოდებისთვის, - აღნიშნა ნათია თურნავამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up