ნათია თურნავა - თანამდებობიდან ჩემს წასვლაზე ნოსტრადამუსების წინასწარმეტყველება სასაცილო და არასერიოზულია

ნათია თურნავა - თანამდებობიდან ჩემს წასვლაზე ნოსტრადამუსების წინასწარმეტყველება სასაცილო და არასერიოზულია

access_time2019-11-09 10:40:36

თანამდებობიდან ჩემს წასვლაზე ნოსტრადამუსების წინასწარმეტყველება სასაცილო და არასერიოზულია, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ხმები, რომ ის თანამდებობას ტოვებს.

 

„მოვისმინე ერთ-ერთი ასეთი ჩვენი ადგილობრივი ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება, ეს იყო დეპუტატი კობერიძე, რომელიც გამოდიოდა თავისი წინასწარმეტყველებით და ეს არის მართლაც სასაცილო და არასერიოზული, არის იმ შავი პიარის ნაწილი, რასაც ზოგადად ცდილობს ოპოზიცია და უპირველესად, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივია, რომელსაც სხვადასხვა სიტუაციური პარტნიორები ახმოვანებენ, ამ შემთხვევაში, დეპუტატი კობერიძე მოგვევლინა ნოსტრადამუსად. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ შეიქმნას განცდა, თითქოს რაღაც ხდება მთავრობაში, მთავრობის ირგვლივ. მაგრამ, რასაკვირველია, თვითონ წყაროც არასერიოზულია, საუბარიც არასერიოზულია და მე სერიოზული კომენტარი ამაზე ვერ მექნება“, – განუცხადა ნათია თურნავამ ჟურნალიოსტებს.

 


ამასთან, ნათია თურნავამ უპასუხა შეკითხვას განათლების მომავალი მინისტრის შესახებაც.

 

„ყველაფერი თავის დროზე იქნება ცნობილი. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია, რომ განახორციელოს ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში, ამაზეც შეგატყობინებთ“, – განაცხადა თურნავამ.





„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up