ნათია თურნავა - სტატისტიკა მოწმობს, რომ ექსპორტის ზრდისთვის ყველაფერს ვაკეთებთ

ნათია თურნავა - სტატისტიკა მოწმობს, რომ ექსპორტის ზრდისთვის ყველაფერს ვაკეთებთ

access_time2019-10-21 20:00:43

„ჩვენი განვითარების ეკონომიკური მოდელი ორიენტირებულია ქართული წარმოების, პირველ რიგში კი საექსპორტო წარმოების განვითარებაზე. ბოლოდროინდელი დინამიკა და სტატისტიკა სწორედ იმას მოწმობს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ექსპორტი გაიზარდოს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის კომენტირებისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 11.1 პროცენტით გაიზარდა და 2 719.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელზე და 6 474.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.



„ეს სტატისტიკა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენს საექსპორტო ბაზრებს სწორი მიმართულებით ვავითარებთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.




აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო დეფიციტი 494.5 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 3 755.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარ-სექტემბერში სავაჭრო დეფიციტმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.



რაც შეეხება საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის მონაცემებს გეოგრაფიულ ჭრილში - ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 16.3 პროცენტით გაიზარდა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით და 620.1 მლნ. აშშ. დოლარი - ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.8 პროცენტი შეადგინა. დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი გაიზარდა 23.2%-ით და 1430.9 მლნ. აშშ. დოლარი - მთლიანი ექსპორტის 52.6% შეადგინა.



„ჩვენი საექსპორტო ბაზრები მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია და თუ შევხედავთ, რომელი ბაზარი იზრდება წილობრივად ყველაზე სწრაფად - ეს ევროკავშირის ბაზარია, რაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოყვა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.







პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება
access_time2019-11-16 12:30:22
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ დაპირისპირება გრძელდება. აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირება მოეხდინათ, რის შემდეგაც დაპირისპირება...


მსგავსი სიახლეები

up