ნათია თურნავა - მაისში ექსპორტის გაზრდილი მონაცემები გვაძლევს იმის იმედს,  რომ ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება ისეთივე მაღალ ნიშნულზე, როგორც  აქამდე დაფიქსირდა

ნათია თურნავა - მაისში ექსპორტის გაზრდილი მონაცემები გვაძლევს იმის იმედს, რომ ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება ისეთივე მაღალ ნიშნულზე, როგორც აქამდე დაფიქსირდა

access_time2021-06-14 15:10:00

ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით მორიგი დადებითი ინფორმაცია გვაქვს - კერძოდ, მაისის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტში თითქმის 45%-იანი ზრდა (44.9%) დაფიქსირდა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მაისის თვეში საგარეო ვაჭრობის მონაცემების შესახებ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში - იანვარ-მაისში ექსპორტი გაიზარდა 24.4%-ით. მისი თქმით, ექსპორტი პირდაპირ მონაწილეობს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის, ჩვენი ეკონომიკის ზრდის კომპონენტში და მისი ასეთი მაღალი პროცენტით გაზრდა იმაზე მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდაც ასეთივე მაღალი იქნება.


ამასთან, მისი ინფორმაციით, ვინაიდან 2020 წელი ძალიან მძიმე წელი იყო, ამიტომ ახლა ეკონომიკაში არსებული დინამიკის და მიმდინარე პროგრესის შესაფასებლად შედარება 2019 წელთან ხდება. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, 2019 წლის მაისთან შედარებით ექსპორტი, პრაქტიკულად, თითქმის იგივე დონეზეა, არ შემცირებულა. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 2019 წელი ექსპორტის თვალსაზრისით ბოლო ათწლეულში რეკორდული წელიწადი იყო.



„აქედან გამომდინარე, დღეს, 2021 წლის მაისში, როდესაც ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია, ჩვენი წარმოების, ჩვენი პროდუქციის ექსპორტი უკვე გვაქვს 2019 წლის მაისის დონეზე, ხოლო წინა წელთან შედარებით ძალიან მნიშვნელოვანი თითქმის 45%-იანი ზრდა გვაქვს. ამას იმიტომ აღვნიშნავთ, რომ თითოეული ასეთი მონაცემი გვაძლევს იმის იმედს, რომ ეკონომიკური ზრდა ისეთივე მაღალი, როგორც ეს აქამდე დაფიქსირდა, გაგრძელდება და რა თქმა უნდა, სრულიად საფუძვლიანია ჩვენი მოლოდინი, რომ წელიწადს დავამთავრებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით თუ არა, 6.5 – 6.7%-იანი ეკონომიკური ზრდით მაინც, რაც მართლაც ძალიან დიდი ნახტომია - ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანად გავანულებთ 2020 წელს პანდემიით მიყენებულ ზიანს“, - განაცხადა მინისტრმა.


რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, მინისტრის ინფორმაციით, პრაქტიკულად, სტატისტიკურად ყველა დარგში ფიქსირდება ზრდა, გარდა მომპოვებელი ინდუსტრიისა, სადაც დაახლოებით იგივე დონეა შენარჩუნებული. დარგები, სადაც ზრდა არის, ესენია - გადამამუშავებელი სექტორი, სოფლის მეურნეობა, მომსახურების სფერო, სასტუმროები, ტურიზმი და ა.შ. ნათია თურნავას განცხადებით, ყველაზე დიდი ზრდა 110%-ზე მეტი მშენებლობა-დეველოპმენტის სექტორში ფიქსირდება.







დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ

დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ
access_time2022-07-06 15:00:00
ჩვენ ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ, ვინაიდან ბოლო თვეების განმავლობაში კარგი გამომუშავება გვაქვს და პირიქით, ელექტროენერგია თურქეთში ექსპორტზე გადიოდა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, ელექტროენერგიის ექსპორტი ძირითადად, მაის-ივნისის პერიოდში...

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - რომელი სესხები უფრო გაძვირდა?

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - რომელი სესხები უფრო გაძვირდა?
access_time2022-07-06 16:00:00
2022 წლის მაისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 18.1%-ით გაიზარდა და 43.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიმოხილვაშია აღნიშნული. სებ-ის ინფორმაციით, სესხების ზრდა მეტწილად ლარით დაკრედიტების ზრდამ განაპირობა. ლარით დაკრედიტება წლიურად 21.8%-ით გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 9.9 პპ წვლილი...

„ვენდისში“ კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია

„ვენდისში“ კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია
access_time2022-07-06 12:55:27
„ვენდის“ საქართველოს წარმომადგენლობა ერთგულ მომხმარებელს უკვე კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობას აძლევს. ამერიკული რესტორნების ქსელში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ვენდის“ რესტორანი პირველი ობიექტია, სადაც კრიპტომფლობელები ნებისმიერ მენიუს 5 ტიპის კრიპტოვალუტით შეიძენენ. უახლოეს დროში გადახდა კრიპტო ელექტრონული საფულედან „ვენდისა“ და „დანკინის“ სრულ ქსელში იქნება შესაძლებელი ეროვნული ვალუტის ექვივალენტი საუკეთესო კურსით. ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ პირველი საცალო ქსელია...

წელს, 9600 ლარიანი ხელფასი 96%-ით მეტ დასაქმებულს აქვს

წელს, 9600 ლარიანი ხელფასი 96%-ით მეტ დასაქმებულს აქვს
access_time2022-07-06 14:00:39
2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით არის გაზრდილი, ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის კვლევაში – 2022 წლის ივნისის დასაქმების თრექერი. კვლევის მიხედვით, 2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან...

ივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1% აღდგა

ივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1% აღდგა
access_time2022-07-06 13:00:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივნისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 445,894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით + 185.5% -ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 51% პროცენტს...


მსგავსი სიახლეები

up