ნათია თურნავა: „შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის კურორტებისთვის“

ნათია თურნავა: „შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის კურორტებისთვის“

access_time2021-02-24 16:20:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის კურორტებისთვის. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 


ნათია თურნავას ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოს ოთხივე ზამთრის კურორტზე გაიხსნება სასტურმოები, 8 მარტს კი საბაგიროების მუშაობა აღდგება.


„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სეზონის დიდი ნაწილი ოთხი დიდი ზამთრის კურორტის ჩაკეტილ მდგომარეობაში ყოფნა მოგვიწია. მაგრამ, ხვალიდან, პრაქტიკულად, ოთხივე ლოკაციაზე გაიხსნება სასტუმროები. ეს დროში ემთხვევა ისეთ მნიშვნელოვან სპორტულ და არამარტო სპორტულ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებას, როგორიცაა ბაკურიანში თებერვლის ბოლოს - მარტის დასაწყისში ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპის ჩატარებას - ეს არის სკიკროსი და სნოუბორდ კროსი - თხილამურის და სნოუბორდის კროსის სახეობები“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.



ნათია თურნავას ინფორმაციით, ღონისძიბაში მონაწილოების მისაღებად საქართველოს 500-მდე სპორტსმენი ესტუმრება ყველა პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით. ამასთან, 8 მარტამდე პერიოდში ზამთრის კუროტებზე სასრიალო არეალების მომზადება მოხდება.


„კარგად გვესმის, რომ მთლიანობაში ეს სრულად ვერ დააკომპენსირებს იმ პრობლემებს, რომლებიც ეპიდემიოლოგიური ვითარების და აუცილებელი შეზღუდვების გამო შეექმნა ზამთრის კურორტებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი დახმარება იქნება იმ მცირე მეწარმეებისთვის, ოჯახებისთვის, ადამიანებისთვის, ვინც ზამთრის კურორტებზე ცხოვრობს და ამ სფეროშია ჩართული“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.








საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა

საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა
access_time2021-11-28 21:00:55
საქართველოდან ყველის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 101.9 ტონა ყველის ექსპორტში $642.6 ათასის შემოსავალი...

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში
access_time2021-11-28 22:30:05
...

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის
access_time2021-11-29 00:00:11
...

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს
access_time2021-11-28 19:00:46
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველომ ხილის და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 22%-ით, 6.7 ათას ტონამდე გაზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, $6.5 მილიონიდან $8.2 მილიონამდე გაიზარდა ექსპორტიდან მიღებული...

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“
access_time2021-11-28 18:00:19
პროექტ ,,იმუშავე საქართველოდან“ ამოქმედებიდან დღემდე, 3129 უცხოელი დარეგისტრირდა, საიდანაც 501 აპლიკანტს უარი ეთქვა - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების ეროვნულ ადმინისტრაციაში განაცხადეს. უწყების ცნობით, ქვეყნაში უკვე შემოსულია 1 117 პირი, რაც პოტენციურად 6 თვის განმავლობაში 14 მლნ...


მსგავსი სიახლეები

up