ნათია თურნავა: „საზღვაო სფეროში დღეს ყველაზე მეტი  შესაძლებლობაა,  საშეღავათო რეჟიმის შეთავაზებით მაქსიმალურად მოვიზიდოთ საერთაშორისო გლობალური კომპანიები და უცხოური ინვესტიციები“

ნათია თურნავა: „საზღვაო სფეროში დღეს ყველაზე მეტი შესაძლებლობაა, საშეღავათო რეჟიმის შეთავაზებით მაქსიმალურად მოვიზიდოთ საერთაშორისო გლობალური კომპანიები და უცხოური ინვესტიციები“

access_time2020-10-08 15:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა მთავრობის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომელიც საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მინიჭების წესსა და იმ დარგებს შეეხება, რომლებიც შეირჩა ამ ეტაპისთვის, რათა ეს სტატუსი მიენიჭოთ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



„მინდა, გამოვეხმაურო იმ მნიშნვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც დღეს მთავრობამ მიიღო, ეს ეხება საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მინიჭების წესს და იმ დარგებს, რომელიც შეირჩა ამ ეტაპისთვის, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭოთ. შერჩეულ იქნა ორი დარგი, სადაც ყველაზე მეტია დღესდღეობით შესაძლებლობა, რომ ასეთი საშეღავათო რეჟიმის შეთავაზებით მოვიზიდოთ მაქსიმალურად საერთაშორისო გლობალური კომპანიები და უცხოური ინვესტიციები - მათ შორის არის სანაოსნო სფერო, გემთმშენებლობა, გემით სარგებლობა და მასთან დაკავშირებული სერვისები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.




მინისტრის განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა და მნიშვნელოვანი დამსაქმებელი. მისი თქმით, ჩვენი მეზღვაურები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილი, როგორც ძალიან კვალიფიციური პროფესიონალები. ამასთან, მთავრობა საქართველოს საკუთარი ფლოტის აღდგენის საკითხზე მუშაობს.



„ახლა გვინდა, საქართველოში შევქმნათ წინაპირობა, რომ ჩვენი საკუთარი ფლოტი აღდგეს. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, შევისწავლეთ მთელი რიგი ქვეყნების მაგალითები, როგორიცაა მალტა, კვიპროსი, სხვა შედარებით მცირე სახელმწიფოები, რომლებიც დღესდღეობით ლიდერებად მიიჩნევიან სანაოსნო დარგში მსოფლიოში და საქართველოსაც აქვს ეს პოტენციალი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up