ნათია თურნავა - სახელმწიფოს მხარდაჭერითა და 9 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გაფართოვდება

ნათია თურნავა - სახელმწიფოს მხარდაჭერითა და 9 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გაფართოვდება

access_time2020-10-03 11:10:02

სახელმწიფოს მხარდაჭერით და კერძო ინვესტიციით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გაფართოვდება, რომლის ფარგლებში 9 მილიონი აშშ დოლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა კომპანია „ეფკოს“ ლურჯი მოცვის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის თქმით, გურიაში, დაბა ლაითურში მდებარე ლურჯი მოცვის პროექტი სახელმწიფოს, კერძოდ საპარტნიორო ფონდის დახმარებით განხორციელდა.



„ზოგადად ლურჯი მოცვის დარგი ეს არის ის დარგი, რომელსაც ბოლო წლებში განსაკუთრებით შეუწყო ხელი სახელმწიფომ - 14 მილიონი ლარი მარტო სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან დაიხარჯა, ხოლო ისეთი ბერკეტებით, როგორიცაა საპარტნიორო ფონდი, ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტია ამ დარგის სახელმწიფო მხარდაჭერა. შესაბამისად, გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგი - დღესდღეობით 500-ზე მეტი კომპანიაა ჩართული ამ ბიზნესში. ეს არის საექსპორტო პროდუქტი და მიუხედავად პანდემიისა, ეს არის ის პროდუქტი, რომლის ექსპორტიც 2020 წელს რადიკალურად გაიზარდა 2019 წელთან შედარებით და პრაქტიკულად გასამმაგდა. ეს არის ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და სოფლის მეურნეობის დახმარების შედეგი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.




შპს „ეფკო“ ფლობს და მართავს 32 ჰექტარ ლურჯი მოცვის პლანტაციას გურიაში, დაბა ლაითურში. კომპანიის საკუთრებაშია ჯამში 326 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის სრულად ათვისებას კომპანია მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს.



პლანტაცია, რომლის გაშენებაც 2012 წელს დაიწყო, 2016 წელს სს „საპარტნიორო ფონდის" ინვესტიციის შედეგად გაფართოვდა და ქვეყანაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ლურჯი მოცვის პლანტაცია გახდა. შპს „ეფკომ" აღნიშნული პლანტაცია 2020 წლის ზაფხულში საჯარო აუქციონის შედეგად შეიძინა.



შპს „ეფკოს“ მმართველი ქართული მულტიპროფილური საინვესტიციო კომპანია „ფორსაიტ ინვესტმენტ გრუპია“, რომლის მიზანი რეგიონში ლურჯი მოცვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, საერთაშორისო დონის აგროკომპანიის შექმნაა.



კომპანიას ამ ეტაპზე სეზონურად 400 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ინვესტიციის განხორციელების შემდეგ კი მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობის 100-მდე, სეზონურად კი 3 000-მდე გაზრდას გეგმავს.








ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა
access_time2021-04-11 20:00:56
უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში დაბადებულმა ვალენტინ ფრეჩკამ ჩამოცვენილი ფოთლების გადამუშავების და მათგან ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჯერ კიდევ სკოლაში მოიფიქრა.დღეს მის მიერ დაარსებული სტარტაპი ხარკოვში და რივნოში ამ უჩვეულო მასალიდან ქაღალდის პაკეტებს აწარმოებს, რომლებიც 8 კგ. -ს წონას უძლებენ.კომპანიაში 7 ტონა ფოთლები გადაამუშავეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - ასეთი ქაღალდისგან კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება -...

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?
access_time2021-04-11 18:00:37
ადრე იყო ერთი მონადირის ისტორია ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც მაიმუნი მოკლა. შესაძლოა, მან ცხოველთან ბრძოლის დროს დაზიანება მიიღო, ან მაიმუნის სისხლის მის ორგანიზმში ხორცის დამუშავების დროს მოხვდა. ეს ზუსტად არავინ იცის.ასე იყო თუ ისე, ცხოველის ფიზიოლოგიურ სითხესთან ერთად მის ორგანიზმში ვირუსმა შეაღწია. ეს ისტორიული მოვლენა დაახლოებთ 100 წლის წინ მოხდა, და სრულიად შეუმჩნევლად ჩაირა, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ ამან უამრავი ადამიანის...

“რას მართავენ წარმატებით” - ვახო სანაია

“რას მართავენ წარმატებით” - ვახო სანაია
access_time2021-04-11 18:06:12
“კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა ?” — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.“● პირველი ტალღა გვქონდა● მეორე ტალღაც გვქონდა ● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო ● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა. ● ერთი ლოქდაუნი გვქონდა● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა ● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია ● უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ უფრო გამკაცრდება...

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...


მსგავსი სიახლეები

up