აპრილს თვეში ეკონომიკის შემცირება იყო 16,5 მეათედი პროცენტით, მაისში 13,5 მეათედი. აქ მთავარი ფაქტორი არის, რომ მაისის ბოლო დეკადა, აღარ იყო საგანგებო მდგომარეობა და გარკვეული ბიზნეს საქმიანობა უკვე დაწყებული იყო, ეს სტატისტიკა მოსალოდნელი იყო, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ 2021 წელს ეკონომიკა პოზიტიურ დინამიკას დაუბრუნდეს.
„ახლა უნდა დავაკვირდეთ შემდგომი თვის სტატისტიკას, სადაც ბიზნეს აქტივობა მეტ-ნაკლებად ამოქმედებული იქნება და ამას ასახავს უკვე შემდეგი თვეების ივნის-ივლისის სტატისტიკა. თუმცა, ველოდებით, რომ იქნება ნეგატიური დინამიკა, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2021 წელს კვლავ პოზიტიურ დინამიკას დავუბრუნდეთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.