ნათია თურნავა: „სახელმწიფო  სარესტორნე ბიზნესს საბანკო სესხისა  და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებით უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში დაეხმარება

ნათია თურნავა: „სახელმწიფო სარესტორნე ბიზნესს საბანკო სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებით უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში დაეხმარება"

access_time2020-12-03 13:28:42

„როგორც გაცხადებული გვქონდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით პანდემიით დაზარალებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინდუსტრიას - სარესტორნე ბიზნესს სახელმწიფო საბანკო სესხისა  და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებით უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში დაეხმარება. ეს არის პროგრამის „აწარმოე საქართველოში"  კიდევ ერთი მიმართულება და, პრაქტიკულად, ხვალიდან, სააგენტო ბანკებიდან დაიწყებს განაცხადების მიღებას, რადგან კარგად გვესმის, რომ ეს ინდუსტრია, პანდემიიდან გამომდინარე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია  და გვსურს, მაქსიმალურად სწრაფად შევუმსუბუქოთ მათ საბანკო სესხების ტვირთი. შესაბამისად, მოვუწოდებთ რესტორნების წარმომადგენლებს, აქტიურად მიაკითხონ თავიანთ კრედიტორ ბანკებს" - ეს სიახლე ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს გააცნო.

 

მინისტრის თქმით, ეს იყო მოთხოვნა, რასაც  ძალიან აქტიურად აყენებდა რესტორნების ასოციაცია და, საბოლოო ჯამში, ეს მათთვის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება.

 


„გარდა ამ ახალი პროგრამისა, მთავრობა სხვა მიმართულებითაც ეხმარება რესტორნებს, ისევე როგორც მთლიანად ტურისტულ სექტორს - ეს არის უპრეცედენტო, საგადასახადო შეღავათები,  2021 წლის ქონების გადასახადისგან მთლიანად გათავისუფლება, ასევე საშემოსავლო გადასახადში ნაწილობრივ გადავადება და პატიება, შემდეგ უკვე შეღავათები 1500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებზე" - აღნიშნა მინისტრმა.

 

ნათია თურნავას შეფასებით, ეს არის საკმაოდ მასშტაბური, მოცულობითი კომპონენტი - 400 მილიონი ლარის სასესხო პორტფელი, რომლის მომსახურებაშიც მთავრობა გვერდში უდგას და ეხმარება რესტორნებს. „ვვარაუდობთ, რომ ექვსი თვის განმავლობაში, დაახლოებით 30 მილიონი ლარის ბიუჯეტი იქნება ამისთვის საჭირო. ეს ციფრიც ხაზს უსვამს ფაქტს, რა მოცულობის დახმარებას უწევს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად სარესტორნე ბიზნესს. სულ მცირე, 1500-მდე რესტორანი შეძლებს ისარგებლოს ამ დახმარებით" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





450 000 ლარი დავხარჯე კოვიდუსაფრთხოებაზე, ჩემნაირი რატომ უნდა იყოს დაკეტილი? - სავაჭრო ცენტრი "საბა"

450 000 ლარი დავხარჯე კოვიდუსაფრთხოებაზე, ჩემნაირი რატომ უნდა იყოს დაკეტილი? - სავაჭრო ცენტრი
access_time2021-01-27 13:00:37
„ეპიდემიოლოგებმა შეიძლება იცოდნენ, ავადმყოფს როგორ უმკურნალონ, მაგრამ ეკონომიკის მართვის გაგებაში არ არიან“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სავაჭრო ცენტრ „საბას“ დირექტორმა პაატა კუჭავამ განუცხადა.   კახა კუჭავა ამბობს, რომ კოვიდუსაფრთხოებისთვის 450 000 ლარი დახარჯა, გაითვალისწინა ყველა რეკომენდაცია, გაიზიარა საერთაშორისო გამოცდილება, შესაბამისად, მისი სავაჭრო ობიექტის დაკეტვა, გაუმართლებელია.   „აღარ მჯერა, რომ ეპიდემიოლოგები რამეში ერკვევიან....

ქართული თაფლის ყველაზე დიდი საწარმო „ბრეტი“ დახურვის პირასაა

ქართული თაფლის ყველაზე დიდი საწარმო „ბრეტი“ დახურვის პირასაა
access_time2021-01-27 12:00:23
თაფლის მწარმოებელი კომპანია „ბრეტის“ ხელმძღვანელი და მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ბოლო პერიოდი თაფლის წარმოებისა და რეალიზაციისთვის იმდენად რთული იყო, რომ საწარმო, რომელიც ერთერთი ყველაზე დიდია საქართველოში დახურვას გეგმავს, ამჟამად კი სრულად გაჩერებულია.  „ჩვენ  ახლა  არაფერს არ...

სილქფესტი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ოთხ სააქციო პირობას თავაზობს მომხმარებლებს

სილქფესტი  ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების  ოთხ სააქციო პირობას თავაზობს მომხმარებლებს
access_time2021-01-27 10:50:01
 მხოლოდ 28 იანვარს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:   300 ლოკალური წუთი - 5 ლარად 7 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 7 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) - 10 ლარად   კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით...

„რესურსი იმისა, რომ ფუნქციონირება თავიდან დავიწყოთ აღარ გვაქვს„ - ოქტოპუს ფიტნეს კლუბი

„რესურსი იმისა, რომ  ფუნქციონირება  თავიდან  დავიწყოთ  აღარ გვაქვს„ - ოქტოპუს ფიტნეს კლუბი
access_time2021-01-27 11:00:45
„თუ გახსნის თარიღი კიდევ გაურკვევლი ვადით გადაიწევს ის მოთამაშეები ვინც დღეს ფიტნეს ბაზარზე არიან, ფუნქციონირებას უბრალოდ ვეღარ გააგრძელებენ  - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემა "კომერსანტის დილაში" ოქტოპუს ფიტნეს კლუბის დირექტორმა   გიორგი ასათიანმა ისაუბრა.  მისი განმარტებით,ის კომპანიები, რომლებიც  წლების განმავლობაში 24  საათიანი მუშაობის შედეგად  ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის და ამ ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-26 21:00:36
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.2020 წელს თიბისი ბანკმა საქართველოს ბანკზე ორჯერ მეტი მოგება მიიღო 2020 წელს ყველაზე დიდი, საბანკო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი „თიბისი“ ბანკმა მიიღო, რომელმაც 123 181 000 ლარი შეადგინა, ხოლო „საქართველოს ბანკის“ მოგება 57 109 000 ლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილს „კრედო “ ბანკი იკავებს,...


მსგავსი სიახლეები

up