ნათია თურნავა - სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო  რამდენიმე წლის განმავლობაში  ეკონომიკის აღდგენა-გაჯანსაღების თვალსაზრისით რეგიონული ლიდერი იქნება

ნათია თურნავა - სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკის აღდგენა-გაჯანსაღების თვალსაზრისით რეგიონული ლიდერი იქნება

access_time2020-10-15 16:20:08

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზის მიმოხილვა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფონდის პროგნოზითაც, საქართველო უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკის აღდგენა-გაჯანსაღებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით რეგიონული ლიდერი იქნება“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2021-25 წლების განმავლობაში, საშუალოდ, ჩვენი წლიური ეკონომიკური ზრდა იქნება 5,5 პროცენტი, რაც არის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.


„მათ შორის, 2021 წელს პროგნოზი არის +5,2 პროცენტი და იმის ნიშნები, რომ ჩვენი ეკონომიკა თანდათან მიდის აღდგენისკენ და დაწყებულია გაჯანსაღების პროცესი, აისახება ყოველთვიურ სტატისტიკაში. პრემიერ მინისტრმაც ისაუბრა, რომ ეს არის ეკონომიკური ვარდნის შესუსტება თვიდან თვემდე, ეს არის ჯერ ქართული წარმოების ექსპორტის ზრდა და ახლა უკვე მთლიანად, რეექსპორტის ჩათვლით, საექსპორტო პროდუქციის ზრდა, რომელიც დაფიქსირდა სექტემბრის თვეში, ასევე ეს არის ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა და ეს არის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში მოკრძალებული, მაგრამ დადებითი დინამიკა, რომელიც მომავალ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.



მინისტრის შეფასებით, აქედან გამომდინარე, სსფ-ს პროგნოზი, რომელიც გამოარჩევს საქართველოს, როგორც სწრაფი აღდგენის ტემპით გამორჩეულ ქვეყანას უახლოეს წლებში, ეფუძნება საქართველოს მთავრობის პოლიტიკის იმ ადეკვატურ შეფასებას, რომელიც, პირველ რიგში მიმართულია პანდემიის გავრცელების მართვისკენ.


„ანტიპანდემიური ღონისძიებები ძალიან ეფექტურად ჩატარდა და ამან ეკონომიკას მისცა თანდათან გაჯანსაღების შესაძლებლობა. ეს გვაძლებს დღეს საშუალებას, გადავიდეთ ადაპტაციის ეტაპზე, როდესაც დიდი, სისტემური შეზღუდვების გარეშე გავაგრძელებთ ნელ-ნელა გახსნის პროცესს და ეკონომიკა უფრო სწრაფად გაჯანსაღდება“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up