სახელმწიფო ელექტროსისტემას ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს

სახელმწიფო ელექტროსისტემას ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს

access_time2021-05-28 11:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახლადარჩეულ წევრებს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


სახელმწიფო საწარმოს ახალი საბჭო საქართველოში სახელმწიფო საწარმოების მასშტაბური რეფორმის ფარგლებში აირჩა. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წარმოადგენენ: იორგ მათიესი, თეონა მაკალათია, ეკატერინე შავგულიძე, ზურაბ ბექაია და ლეონტინა გალდავა. საბჭოში მათი საქმიანობის ვადად სამი წელი განისაზღვრა.


შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ პირველი სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოა, რომელიც რეფორმირებას დაექვემდებარა. მისი თქმით, კორპორაციული მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომპანიაში დაიწყო კორპორატიზაციის პროცესი. მათ შორის, ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო ღია კონკურსის წესით გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეირჩა და მთლიანად არააღმასრულებელი წევრებით დაკომპლექტდა, რაც საბჭოს დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.


ნათია თურნავამ მიულოცა სახელმწიფო საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს საპასუხისმგებლო პოზიციებზე არჩევა და „სახელმწიფო ელექტროსისტემის სისტემაში რეფორმის შემდგომი ეტაპების განხორციელების პროცესში წარმატება უსურვა. „სახელმწიფო ელექტროსისტემაში სამეთვალყურეო საბჭო საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩამოყალიბდა. საბჭოს წევრებად მაღალი რანგის პროფესიონალები ხანგრძლივი შერჩევის შედეგად შეირჩნენ. ისინი დაეხმარებიან კომპანიას, მის მენეჯმენტს იმაში, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ჩამოყალიბდეს საუკეთესო კორპორატიული სტანდარტების მიხედვით და უფრო ეფექტურად იმართებოდეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.



ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მთავარი ამოცანაა, ძლიერი და დამოუკიდებელი მართვის სისტემის შექმნა. მისი თქმით, რეფორმირების შემდეგ, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ სახელმწიფოს დახმარების გარეშე უნდა შეძლოს ფინანსური რესურსის მოზიდვა, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ საფინანსო ბაზრებზე.


მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, კერძოდ, კომპანიამ სრულად დაფარა კრედიტორების წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებები და რეაბილიტაციის რეჟიმი 2023 წლის ნაცვლად, 2021 წელს დაასრულა.


კონკურსში, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულ სახელმწიფო საწარმოში სამეთვალრეყურეო საბჭოს წევრების შერჩევის მიზნით 2021 წლის 2 მარტს გამოაცხადა, 174 კანდიდატმა მიიღო. შედეგად, შეირჩა სამეთვალყურეო საბჭოს 5 წევრი.


უახლოეს მომავალში სააქციო საზოგადოებაში შეიქმნება ანაზღაურების, აუდიტის, დანიშვნების, ინვესტიციებისა და რისკების კომიტეტები, რომლებიც საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებების შესაბამისად იმუშავებენ. სამეთვალყურეო საბჭო ასევე დაამტკიცებს სხვადასხვა პოლიტიკებსა და განახლებულ ეთიკის კოდექსს, რაც კომპანიის შემდგომი განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.


სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კომპეტენციაში შედის კორპორაციული სტრატეგიის და წლიური ბიზნესგეგმის შემუშავება, ბიუჯეტის მონიტორინგი. ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და კომპანიის აღმასრულებელ პოზიციებზე კანდიდატების შერჩევა, დანიშვნა, გათავისუფლება და სახელფასო პოლიტიკის შემუშავება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up