ნათია თურნავა - სასიხარულოა, რომ ქართულ ბაზარზე იტალიური კომპანიების წილი მუდმივად იზრდება

ნათია თურნავა - სასიხარულოა, რომ ქართულ ბაზარზე იტალიური კომპანიების წილი მუდმივად იზრდება

access_time2019-07-04 11:47:56

„სასიხარულოა, რომ ქართულ ბაზარზე იტალიური კომპანიების წილი მუდმივად იზრდება და დღეს გვყავს წარმატებული იტალიური კომპანიები, რომლებმაც საქართველოში ინვესტიცია განახორციელეს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო-იტალიის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველომ მიიღო 167 მილიონი იტალიური ინვესტიცია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.



ბიზნესფორუმი საქართველოს განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რამდენიმე დარგს, კერძოდ, ინფრასტრუქტურას, სამშენებლო და საინჟინრო დარგებს, ენერგეტიკასა და ურბანულ განვითარებას მიეძღვნა. ბიზნესფორუმის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი.




მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობასა და აღნიშნა, რომ პოტენციალი აღნიშნული კავშირების გაღრმავებისა ძალიან დიდია.



„საქართველო, მისი 3.7-მილიონიანი მოსახლეობით, შეიძლება არ მოგეჩვენოთ მომგებიან ბაზრად. თუმცა, თუ საქართველოს შეხედავთ, როგორც რეგიონალურ ჰაბს, მაშინ ვითარება სულ სხვანაირი იქნება. ჩვენ ვხედავთ საქართველოს, როგორც კარიბჭეს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ ცენტრალურ აზიას, ევროკავშირს, შემდეგ კი დასავლურ და აღმოსავლეთის ბაზრებზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.



ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ინვესტორებს შეუძლიათ ისარგებლონ 2,3 მილიარდიან ბაზარზე წვდომით საბაჟო ტარიფების გარეშე და ამ შესაძლებლობას ქმნის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ჩინეთთან, (მათ შორის ჰონკონგთან), EFTA-სა და დსთ-ს ქვეყნებთან, უკრაინასთან და თურქეთთან.



ბიზნესფორუმი ჩატარდა საქართველოში იტალიის საელჩოს, იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA-ICE), საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით.







„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა
access_time2020-01-18 16:00:28
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში 275.8 ათასი ლარის საწვავი დახარჯა, მათ შორის 16.3 ათასი ლარი მერის წარმომადგენლების ავტომანქანებისთვის საწვავზე გაწეულმა ხარჯმა...

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა
access_time2020-01-18 15:00:57
ის­ტო­რია ინა­ხავს გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბები რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხეს. თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმეტესი ნა­წი­ლის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. პრო­ფე­სი­ით ექიმ­მა-კოს­მე­ტო­ლოგ­მა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის...

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ
access_time2020-01-18 13:00:19
World Economic Forum ყოველი ახალი წლის იანვარში სამომავლო რისკების ანგარიშს წარადგენს ხოლმე. წელს ისე მოხდა, რომ გლობალური რისკების ტოპ 5-ივე ადგილი გარემოს თემატიკამ შეავსო. მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის პრეზიდენტმა ბურჯ ბრენდემ თქვა: ”პოლიტიკური ლანდშაფტი პოლარიზებულია, ზღვის დონე იზრდება, კლიმატის ცვლილების შედეგად კი მომრავლდა ხანძრები. ეს არის წელი, როდესაც მსოფლიო ლიდერებმა უნდა იმუშაონ საზოგადოების ყველა სექტორთან, რათა გააძლიერონ თანამშრომლობის სისტემები, არა მხოლოდ მოკლევადიანი...

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?
access_time2020-01-18 12:00:04
თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული ავიალაინერის შავი ყუთის გაშიფრვა გრძელდება. Boeing 737-800-ზე თავდასხმის საქმის გამოძიებაში ყველა ის ქვეყანა მონაწილეობს, რომლის მოქალაქეებიც 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ეგრეთ წოდებული შავი ყუთების გაშიფრვას ირანელი და უკრაინელი ექსპერტები ცდილობენ. ორივე ბორტჩამწერი ძლიერად არის დაზიანებული. ამიტომ, თუ მათზე ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვა ვერ მოხერხდა, შესაძლოა ირანს შავი ყუთების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნა მოუწიოს. მაგალითად, კანადასა და...


მსგავსი სიახლეები

up