ნათია თურნავა: „სასიხარულოა, რომ „აჭარა ტექსტილის

ნათია თურნავა: „სასიხარულოა, რომ „აჭარა ტექსტილის" საქმიანობის შედეგად ბევრმა ქვეყანამ გაიცნო საქართველო და არაერთი წარჩინებული, ცნობილი მსოფლიო სპორტსმენი ატარებს საქართველოში შეკერილ ფორმას"

access_time2020-07-14 17:21:53

„მსურს მივულოცო ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყება „აჭარა ტექსტილს" - თურქ ინვესტორებს, რომლებიც უკვე ათი წელიწადზე  მეტია შესანიშნავ ქართულ საქმეს აკეთებენ საქართველოში. ფლობენ სამ მსხვილ საწარმოს დასავლეთ საქართველოში, ასაქმებენ 3500 ადამიანს და ამ საწარმოთა რიცხვს შეემატება „ქართლი ტექსტილიც," სადაც დამატებით 3000 ჩვენი თანამემამულე დასაქმდება" - ამის შესახებ ნათია თურნავამ რუსთავში, „აჭარა ტექსტილის" ახალი სამკერვალო საწარმოს მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ასევე მთავრობის წევრები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ.

ნათია თურნავას თქმით, ეს არის შესანიშნავი პროექტი და მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელიც საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს, შესაბამისად,  სახელმწიფო, მთავრობა აქტიურად უდგას გვერდში  მსგავს პროექტებს.  „მნიშვნელოვანია, რომ „აჭარა ტექსტილის" საქმიანობის შედეგად ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაიცნო საქართველო. კომპანია წლების მანძილზე თანამშრომლობს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი წარჩინებული, ცნობილი მსოფლიო სპორტსმენი ატარებს საქართველოში შეკერილ ფორმას" - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ პერიოდში, როდესაც პანდემია იწყებოდა და მთავრობა განსაკუთრებით ვზრუნავდით იმაზე,  რომ საქართველოს მოსახლეობას არ ეგრძნო რომელიმე პირადი დაცვის საშუალების, მათ შორის, პირბადეების დეფიციტი, კომპანია „აჭარა ტექსტილი" ერთ-ერთი პირველი ჩაერთო პირბადეების კერვის სახელმწიფო პროგრამაში და სამი მილიონი პირბადე შეკერა იმ პერიოდში, როდესაც ეს სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

შპს „ქართლი ტექსტილს"  რუსთავში სამკერვალო საწარმოს მშენებლობა/მოწყობისთვის  სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, სადაც სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად კომპანია  20 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. აქედან 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში აღებული სესხია. პროექტის ფარგლებში დასაქმდება 3000 ადამიანი, მათ შორის 90% ქალი.


„აჭარა ტექსტილს" უკვე აქვს სამი სამკერვალო ფაბრიკა ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში, სადაც დასაქმებული ჰყავს 3500 ადამიანი. კომპანია  თანამშრომლობს ისეთ წამყვან  საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma, Lotto, Erima, ახლო მომავალში დამკვეთი კომპანიების რიცხვს შეემატება "New Balance" და "Under Armour". კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.





ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

Bloomberg: ვაშინგტონმა გერმანიის მომავალ მთავრობაზე ზეწოლა უნდა მოახდინოს

Bloomberg: ვაშინგტონმა გერმანიის მომავალ მთავრობაზე ზეწოლა უნდა მოახდინოს
access_time2021-07-30 19:00:46
აშშ–ის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის ირგვლივ შეთანხმება რუსეთს გაზის პირდაპირ დასავლეთ ევროპაში მიწოდების შესაძლებლობას აძლევს.   შესაძლოა, ამ გარიგებით ბაიდენმა გერმანიასთან ურთიერთობები მოაწესრიგა, მაგრამ მეტს ვერაფერს მიაღწევს. „ჩრდილოეთის ნაკადი –2“ მცდარი პროექტია, რომელიც გერმანიის მთავრობას შეასუსტებს  და ევროპას რუსული აგრესიის წინაამღდეგ გაცილებით უფრო მოწყვლადს გახდის.   ახალი მილსადენი  რუსული...

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს
access_time2021-07-30 12:30:08
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად განათლების სისტემის 10 წლიანი განვითარების გეგმა წარადგინა. მიხეილ ჩხენკელის განცხედებით სკოლებში ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით ინტენსიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რომელიც 2024 წელს დასრულდება. განათლების მინისტრის განმარტებით სწავლების მეთოდოლოგიის შეცვლა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს...


მსგავსი სიახლეები

up