ნათია თურნავა სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

ნათია თურნავა სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

access_time2020-12-08 20:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სარესტორნო ინდუსტრიის, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის სექტორის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



შეხვედრას ინდუსტრიის სხვადასხვა ასოციაციები -- რესტორატორთა ასოციაციის, გასტრონომიის ასოციაციის, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციისა და 30-მდე რესტორნის წარმომადგენელი ესწრებოდა.



შეხვედრაზე განხილული იქნა ის გამოწვევები და მოთხოვნები, რასაც სექტორი აყენებს. ამასთან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მთვრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში სარესტორნო ინდუსტრიისთვის დაწესებულ შეღავათებს. კერძოდ, გეგმის მეოთე ეტაპის ფარგლებში ტურიზმის სექტორი, მათ შორის სარესტორნე ინდუსტრია ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება 2021 წელს, ასევე ექვსი თვის განმავლობაში სარესტორნო ინდუსტრიას საბანკო და ლიზინგის სესხების პროცენტი დაუსუბსიდირდება და ეს პროგრამა უკვე დაწყებულია.




აღინიშნა, რომ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებით გამოწვეული წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება ბიზნესთან კომუნიკაციისა და კონსულტაციების შედეგად მოხდა.



„თუმცა, კარგად გვესმის, რომ ტურისტულ ინდუსტრიას რთული პერიოდი აქვს და გამონაკლისი არც სარესტორნო სექტორია. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ დღეს დასმული საკითხებიდან ერთი ნაწილი მთავრობის მიერ უკვე გადაწყვეტილია. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ უკვე ვსაუბრობდით იმპლემენტაციაზე და ტექნიკურ საკითხებზე, რაც შეიძლება გაუჩნდეს სარესტორონო ინდუსტრიას, თუნდაც იგივე სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობისთვის. ეს პროგრამა უკვე დამტკიცებულია და კონკრეტული ტექნიკური საკითხებია გასავლელი. აღსანიშნავია, რომ ისეთ საკითხს, როგორიც საგადასახადო შეღავათებია, სექტორი მიესალმება და ინდუსტრიისთვის მნიშნელოვანია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მინისტრის განცხადებით, მთავარი თხოვნა არის, რომ რესტორნებმა მაქსიმალიურად შეინარჩუნონ დასაქმებულები და მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდია, სარესტორნე ბიზნესი მაქსიმალურად ცდილობს, დასაქმებულთა შენარჩუნებას.
„კიდევ ერთი საკითხი, რაშიც მათ სჭირდებათ დახმარება, ეს არის დელივერის სერვისი, გატანის სერვისი, რომ უკეთ ამუშავდეს. როგორც იცით, მთავრობის გადაწყვეტილებით მათ შეუძლიათ მუშაობა ამ რეჟიმში გააგრძელონ. სექტორთან დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ აქტიურ რეჟიმში გავაგრძელებთ კომუნიკაციას, გაიმართება სექტორული შეხვედრები, რათ კონკრეტული საკითხები გავიაროთ და დარწმუნებული ვარ, ბევრი საკითხის გადაწყვეტას შევძლებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.



შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გაბრიაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up