ნათია თურნავა: „სარესტორნე ინდუსტრიასთან ერთად კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ, როგორ მოვემზადოთ რესტორნების შიდა სივრცეების ამოქმედებისთვის“

ნათია თურნავა: „სარესტორნე ინდუსტრიასთან ერთად კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ, როგორ მოვემზადოთ რესტორნების შიდა სივრცეების ამოქმედებისთვის“

access_time2021-02-17 23:00:00

„მორიგი ნაყოფიერი შეხვედრა შედგა სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებთან და კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ, როგორ მოვემზადოთ იმ ეტაპისთვის, როდესაც რესტორნების შიდა სივრცეების ამოქმედებას შევძლებთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რესტორნების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მობილობის თვალსაზრისით, უკვე გახსნილია საკმაოდ ბევრი სფერო, გარკვეული პერიოდია საჭირო იმაზე დასაკვირებლად, თუ როგორ იმოქმედებს ეპიდვითარებაზე სკოლების, ტრანსპორტის, სავაჭრო ინდუსტრიისა და ბაზრობების გახსნა. ნათია თურნავას განმარტებით, თუ ყველაფერი კონტროლქვეშ იქნება და ვითარება ისეთივე პოზიტიური იქნება, როგორც დღეს, არ არის გამორიცხული, რომ ახლო მომავალში საკოორდინაციო საბჭოზე უკვე რესტორნების შიდა სივრცეების გახსნაზე მოხდეს მსჯელობა.



„ამისთვის აუცილებელია, დავინახოთ რა პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე ეს სფერო. ამიტომ ჩვენ გვესწრებოდა შრომის ინსპექციის თავმჯდომარე, სფეროსთან ერთობლივად გავიარეთ დამატებითი რეგულაციები და ისეთ დეტალებში ჩავედით, როგორიცაა კვადრატულობაზე სტუმრების რაოდენობის გადანაწილება, სავალდებულო ტესტირების წარმოება და სხვა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული მოთხოვნაა და კვლავაც სიმკაცრე იქნება გამოჩენილი ე.წ. სოციალური ღონისძიებების მიმართ, როდესაც საკმაოდ ბევრი ადამიანი იკრიბება რესტორანში, რაც დღეს აკრძალულია.




„კარგად მოგეხსენებათ, რომ შარშან ზაფხულში სწორედ ასეთი ხალხმრავალი ქორწილები, დაბადების დღეები, ნათლობები გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ეპიდვითარების გაუარესების. სასიამოვნოა, რომ დავინახეთ მათი მხრიდან სრული მზადყოფნა და საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა დავინახეთ. პირიქით, აქეთ მოგვიწოდებდნენ რესტორნები, რომ კონტროლი უფრო მეტად გავამკაცროთ“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.



ამასთან ნათია თურნავამ თხოვნით მიმართა მეიჯარეებს, რომ ნუ შეუქმნიან პრობლემებს იმ რესტორნებს, რომელთაც ფართები აქვთ ნაქირავები.



„ეს ინდუსტრია ძალიან მალე სრულყოფილად ამოქმედდება, ფეხზე დადგება და მათზე უკეთესი დამქირავებლები, მერწმუნეთ, არ გეყოლებათ. აქედან გამომდინარე, ვთხოვ მეიჯარეებს ასევე მოთმინებით მოეკიდონ და ნუ შეუქმნიან პრობლემებს იმ რესტორნებს, რომელთაც ფართები აქვთ ნაქირავები, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთ-ერთი სწრაფად აღდგენადი ბიზნესია“, - განაცხადა სარესტორნე ინდუსტრიასთან შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up