ნათია თურნავა - საქართველოსთვის  ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა მნიშვნელოვანია

ნათია თურნავა - საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა მნიშვნელოვანია

access_time2019-05-16 17:13:23

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე ასტანის ეკონომიკური ფორუმის დღის წესრიგი და მისი მსვლელობისას განხილული აქტუალური საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივის ცენტრალური დერეფნის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავამ, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ნურ-სულტანში ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.


აღნიშნულ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოხსენებით გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ჩვენი რეგიონის მრავალპროფილურ ცენტრად ქცევის ამბიცია და სურვილი, რომ გახდეს ბიზნესის კეთების, კაპიტალდაბანდებების, ფინანსებზე წვდომის, ინოვაციების, ტურიზმის, ვაჭრობისა და ლოგისტიკის ცენტრი.




ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქცენტები, რომლებზეც ფორუმზე სიტყვით გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა, ძალიან დიდ სინერგიაშია იმ აქცენტებთან, რომელიც ზოგადად კეთდება ფორუმის სხვა გამომსვლელთა მიერ და მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებს ასახავს. „ყველამ გააკეთა აქცენტი განათლების მნიშვნელობაზე. კარგია, რომ ჩვენ, საქართველო, ერთი ნაბიჯით წინ ვართ. ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ განათლების მნიშვნელობაზე, არამედ კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები გვაქვს მიღებული ამასთან დაკავშირებით, რაც წარვადგინეთ კიდეც დღეს, - განაცხადა მინისტრმა.



ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა ფორუმზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მოყვანილ სტატისტიკაზე, რომლის თანახმადაც, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 70 პროცენტი რეცესიაშია და ტემპები კლებულობს იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე საუბრობს. „ამ ფონზე, მით უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მიღწევა მაღალი დინამიკური ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ

“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ
access_time2019-05-20 19:00:52
...

Google Amazon-ს კონკურენციას გაუწევს

Google Amazon-ს  კონკურენციას გაუწევს
access_time2019-05-20 20:00:13
რამდენიმე დღის წინ Google-მა განაახლა სერვისები, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობასთან. განახლებული Google Shopping და Google Express დაეხმარება კლიენტებს საქონლის მოძიებაში და ფასების შედარებაში სხვადასხვა გამყიდველებთან. ექსპერტების აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ტენდენცია - Google აქტიურად იწყებს ბრძოლას ონლაინ-ვაჭრობის ბაზარზე პირველობისთვის. 16 წლის წინ კომპანიამ, რომელიც ჯერ ბირჟაზეც კი არ იყო გასული,...

კრისტინ ლაგარდი: „საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს და უნდა იყოს უფრო მაღალი

კრისტინ ლაგარდი: „საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს  და უნდა იყოს უფრო მაღალი
access_time2019-05-20 15:11:57
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის აზრით, საქართველოს ეკონომიკისთვის გამოწვევაა ნებისმიერი დაძაბულობა ვაჭრობის სფეროში და რეაგირების ასპექტების, ბერკეტების არქონა, რაც მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს. ასე უპასუხა ლაგარდმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას - „რა ფაქტორები აფერხებენ საქართველოს ეკონომიკის უფრო სწრაფ...

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“
access_time2019-05-20 18:00:16
„საპენსიო რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ რესურსების მართვა,“— ასე აფასებს  2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ  საპენსიო რეფორმას საქართველოს ყოფილი ყოფილი ვიცე პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც ბასილია განმარტავს, მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია. მისივე...

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ
access_time2019-05-20 17:00:16
წელიწადზე მეტია, რაც საპარკინგე ადგილების ადმინისტრირება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაქვემდებარებაში გადავიდა, თუმცა არჩევნებამდე დაპირებული პარკირების  პრობლემა არათუ მოგვარდა, კიდევ ურო დამძიმდა. უამრავ მიზეზებთან ერთად “კომერსანტთან“ ექსპერტები ე.წ. სტაიანშიკებსაც ასახელებენ, რომლებიც დედაქალაქში თვითნებურად მუშაობენ და საკუთარ წესებს ადგენენ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ამ თემაზე...


მსგავსი სიახლეები

up