ნათია თურნავა -   საქართველოში ინოვაციური სტარტაპებისთვის  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი საგრანტო პროგრამა დაიწყება

ნათია თურნავა - საქართველოში ინოვაციური სტარტაპებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი საგრანტო პროგრამა დაიწყება

access_time2022-01-13 22:00:00

17 იანვრიდან საქართველოში ინოვაციური სტარტაპებისთვის ახალი საგრანტო პროგრამა იწყება - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ოზურგეთში ახალი ტექნოპარკის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ნათია თურნავას ინფორმაციით, ეს არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საპილოტე პროექტი, რომელიც საქართველოს ოთხ რეგიონს შეეხება, მათ შორის ერთ-ერთი რეგიონი გურიაა.


„საუბარია ინოვაციურ სტარტაპებსა და ინოვაციურ იდეებზე - ეს შეიძლება იყოს ყველაფერი, დაწყებული მობილური აპლიკაციით, რომელიც სტუმრებს გურიის ღირშესანიშნაობებს გააცნობს, დამთავრებული საავიაციო ტექნოლოგიებით და მანქანათმშენებლობით, რომლის მოდელირებაც შეიძლება ლაზერული მჭრელების და 3D პრინტერების მეშვეობით. ჩვენ მზად ვართ, ეს კონკურსი ჩავატაროთ, სადაც გამოვლენილი საუკეთესო სტარტაპები დაფინანსდებიან 30 000 და 100 000-ლარიანი გრანტებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.



ნათია თურნავას თქმით, საგრანტე პროგრამისთვის ოზურგეთის ახალი ტექნოპარკის გამოყენებაც მოხდება, რათა პროგრამაში მონაწილეობა ყველა მსურველმა მიიღოს.


ახალი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.







2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა
access_time2022-01-02 12:00:08
პანდემიამ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შეამცირა. პრობლემები მეტ-ნაკლებად წარმოებისა და მომსახურების ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც ავტოინდუსტრია ყოფილა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 45%-ით $733 მლნ-დან $404 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი მხოლოდ $456 მლნ-მდე აღდგა. გაურკვევლობის, რეცესიისა და შემდეგ უკვე ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად, კომპანიების ნაწილმა გამოწვევები წარმატებით დაძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი „თეგეტას“ უკავია, რომელმაც 2020 წელსაც გაყიდვების...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია
access_time2022-01-24 12:55:57
საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი...


მსგავსი სიახლეები

up