ნათია თურნავა: საერთაშორისო ინვესტორები და საფინანსო ინსტიტუტები ნდობას უცხადებენ ჩვენს ეკონომიკას

ნათია თურნავა: საერთაშორისო ინვესტორები და საფინანსო ინსტიტუტები ნდობას უცხადებენ ჩვენს ეკონომიკას

access_time2021-06-18 17:00:00

„საქართველოს რკინიგზის“ მიერ მწვანე ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით განთავსება იმ ნდობის ცალსახა გამოხატულებაა, რასაც საერთაშორისო ინვესტორები, საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს მთავრობას, ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას, ჩვენ ეკონომიკას უცხადებენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მწვანე ევროობლიგაციები განათავსების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 



მინისტრის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელვანი ფაქტია და აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ მწვანე ევრობონდები ლონდონის საფონო ბირჟაზე უპრეცედენტო პირობებით - 7-წლიანი ვადით, წლიურ 4.00%-ში, 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით განათავსა.



„საერთაშორისო ინვესტორები და საფინანსო ინსტიტუტები ნდობას უცხადებენ ჩვენს ეკონომიკას, რომლის სტაბილურობა ძალიან ოპტიმისტურადაა შეფასებული და ამიტომაც იყო ასეთი მაღალი ნდობა ამ ფასიანი ქაღალდების მიმართ, 8-ჯერ გადააჭარბა ინტერესმა თითოეულ შეთავაზებასთან შედარებით. მართლაც, ეს არის საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივის, საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის განვითარების დიდი აღიარება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მისივე თქმით, იგივე ბონდების განთავსება 2012 წელს 8%-ად მოხდა, ამჯერად კი „საქართველოს რკინიგზამ“ ორჯერ უფრო იაფად, ორჯერ უფრო ხელმისაწვდომად მოახერხა ძველი ვალის რეფინანსირება, რითიც რამდენიმე მილიონი დოლარი დაზოგა.



„მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომავალში ამ ინდიკატორით ისარგებლებენ სხვა კერძო კომპანიები, ვინც „საქართველოს რკინიგზის“ ფასიანი ქაღალდებით საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ივაჭრებენ და მოიზიდავენ დაფინანსებას ხელმისაწვდომი პირობებით. ყოველივე ეს მიემართება ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც სწრაფად უნდა აღდგეს კოვიდის შემდეგ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.



აღსანიშნავია, რომ კავკასიის რეგიონში ეს პირველი პრეცენდენტია, როდესაც სატრანსპორტო კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოუშვა 500 მილიონი დოლარის მწვანე ობლიგაცია.



ტრანზაქციაში საკმაოდ მაღალი იყო ინვესტორების ინტერესი. საქართველოს რკინიგზის არსებული გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, მოხდა ისეთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოზიდვა, როგორებიც არიან ADB (აზიის განვითარების ბანკი) და EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი), რომლებმაც ახალ ემისიაში ინვესტორების როლი შეასრულეს.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up