ნათია თურნავა - „საქართველოს მთავრობამ ინტენსიური რეფორმები განახორციელა, რათა გაძლიერებულიყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“

ნათია თურნავა - „საქართველოს მთავრობამ ინტენსიური რეფორმები განახორციელა, რათა გაძლიერებულიყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“

access_time2019-10-22 21:45:00

სატრანსპორტო კავშირები არის ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამ კავშირების გაძლიერება განხილვების ცენტრშია, როდესაც საქმე საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და რეგიონალურ ინტეგრაციას ეხება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელზე, სახელწოდებით „სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მის მიღმა“ საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის განცხადებით, გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება საჭიროებს უფრო ძლიერი სატრანსპორტო კავშირებს აზიასა და ევროპას შორის.



„ამ კონტექსტში, საქართველო შეიძლება იყოს ხიდის ამგები აზიასა და ევროპას შორის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ ინტენსიური რეფორმები განახორციელა, რათა გაძლიერებულიყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მომხდარიყო ქვეყნის უკეთესი ინტეგრაცია სატრანსპორტო ქსელის გლობალურ და რეგიონალური ღირებულების ჯაჭვად.



ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დიდი რესურსები იხარჯება.
„რკინიგზის მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება - ყველა ეს პროექტი ერთად აუმჯობესებს სატრანსპორტო ქსელის მუშაობას, მნიშვნელოვნად ზრდის მის საიმედოობას და შესაძლებლობებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.



ეკონომიკის მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ევროკავშირის სატრანსპორტო შესყიდვებთან ლეგალურ დაახლოებასა და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ამ სფეროში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იწვევს. დადებულია 100-ზე მეტი ორმხრივი მთავრობათაშორისი სატრანსპორტო ხელშეკრულება, რითაც საქართველო ცდილობს უფრო მეტად შეუწყოს ხელი საერთაშორისო ტრანსპორტირებასა და მობილობას.




„ამასთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა საზღვრის ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად და მისი საბაჟო პროცედურების გამარტივებისთვის, რაც ხელს უწყობს საქონლისა და მგზავრების გადაადგილებას და ამის უზრუნველყოიფას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.



პანელზე გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა, ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სატრანსპორტო ინიციატივებში, როგორებიცაა TRACECA, CAREC, Lapis Lazuli, შუალედური დერეფანი.



„ყველა ეს ინიციატივა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს. საქართველოს გაუმჯობესებულმა სატრანსპორტო კავშირებმა შეიძლება სარგებელი მოუტანოს არამარტო სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, რომლებთაც არ აქვთ პირდაპირი გასასვლელი ზღვაზე, არამედ ჩინეთსა და ევროკავშირს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ახალი ბაზრების ათვისებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.



მისივე თქმით, ტრანს-ევროპული ქსელის (TEN-T) გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს ევროპა-აზიის კავშირში.



„ჩვენ გვინდა გავაუმჯობესოთ სატრანსპორტო კავშირები შავ ზღვის პორტებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპაში და ევროპიდან საქართველოს პორტების გავლით გადაზიდვები მინიმალურ დროში განხორციელდეს“, - დასძინა ნათია თურავამ.







ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up