27 ოქტომბერს 11:00 სთ-ზე ქალაქ წალენჯიხაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციას გამართავს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„2021 წლის ბოლოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი - 1 მილიონ 400 ათასამდე აბონენტი ჩართული იქნება ერთიან გაზგამანაწილებელ ქსელში. ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული 2019 – 2021 წლებზე გათვლილი გაზიფიცირების პროგრამის წარმატებით და რაც მთავარია, ვადების სრული დაცვით განხორციელებით.
2013 წლიდან დღემდე დამატებით 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდა და 312 000 ოჯახს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს გაზით. 2019-2021 წლების გეგმით ჯამურად გათვალისწინებულია 90 000-მდე აბონენტის გაზიფიცირება.
სამუშაოების სრული ღირებულება 240 მლნ. ლარს შეადგენს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.