ნათია თურნავა: საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ, მარნეულიდან ვულოცავ

ნათია თურნავა: საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ, მარნეულიდან ვულოცავ

access_time2019-05-26 20:30:28

„ვულოცავ კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აქედან, მარნეულიდან - ეს არის ქვემო ქართლის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქი, სადაც ძალიან მშრომელი, ძალიან პატრიოტი ადამიანები ცხოვრობენ", - განაცხადა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ნათია თურნავამ მარნეულში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში. როგორც მან აღნიშნა, 26 მაისი ის დღეა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაათვალიერა მარნეულში მოწყობილი პავილიონები, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული და საგანმანათლებლო ექსპონატები - 26 მაისის ღონისძიებებში ყველა სახელმწიფო სტრუქტურის ჩართულობით მომზადდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დამოუკიდებლობის დღე ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას მიეძღვნა, მარნეულში ჩატარებული ღონისძიებების მთავარი დევიზიც ასეთი იყო - „გააზიარე ცოდნა".

 

ნათია თურნავა ასევე ესტუმრა ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების, მათ შორის „აწარმოე საქართველოში" დახმარებითაა წარმოებული. მინისტრი ასევე დაესწრო ტურნირს ქართულ ჭიდაობაში და გამარჯვებულ ფალავანს ბაჩა პაპუნაშვილს თასი გადასცა.

 


„მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩვენ კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებთან ერთად მოწყობილი გვაქვს ადგილობრივი ნაწარმის საინტერესო, მრავალფეროვანი გამოფენა. ეს არის ადგილობრივი მცირე და მიკრო მეწარმეების ნაწარმი და აქ გამოყენებულია საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ფინასური დახმარების, ფინანსური პროგრამების, რაც იმას ნიშნავს, რომ აქაური ადამიანები ძალიან მშრომელები, ძალიან ინიციატივიანები არიან, მოგვმართავენ ჩვენ, „აწარმოე საქართველოში" გრანტებისთვის, სხვა სახის ფინანსური დახმარებებისთვის და ავითარებენ საკუთარ ბიზნესს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, რეგიონებში ბიზნესის, მათ შორის მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ის მზადაა, კიდევ უფრო გააძლიეროს ეს მხარდაჭერა.

 

მარნეულში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 17:10 სთ-ზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დასრულდა.

 





m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება
access_time2019-09-21 16:00:57
პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დღეს მსოფლიო არენაზე მიზანმიმართულ სადეზინფორმაციო კამპანიას უმეტესად 4 ქვეყანა აწარმოებს. 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ყველაზე აქტიური რუსეთი იყო, რომელზეც დეზინფორმაციის 72% მოდის. შემდეგ თანმიმდევრობით მოდან: ირანი, ჩინეთი და საუდის არაბეთი. მკვლევარებმა 460-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლეს. როგორც გაირკვა, უცხოეთის ქვეყნებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამართული, სადეზინფორმაციო კამპანიების მთავარი სამიზნე ძირითადად დასავლეთის ქვეყნები...


მსგავსი სიახლეები

up