ნათია თურნავა: „საქართველომ წლების წინ აირჩია ეს გზა - ლიბერალური საბაზრო რეფორმები, ლიბერალური ბაზარი, მაქსიმალური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში

ნათია თურნავა: „საქართველომ წლების წინ აირჩია ეს გზა - ლიბერალური საბაზრო რეფორმები, ლიბერალური ბაზარი, მაქსიმალური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში"

access_time2020-02-26 14:30:48

„საქართველომ წლების წინ აირჩია ეს გზა, ეს არის ლიბერალური საბაზრო რეფორმები, ლიბერალური ბაზარი, მაქსიმალური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში და ჩვენი სავაჭრო სივრცის, ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაცია და ეს გახლავთ ერთადერთი სწორი არჩევანი, რომელმაც ჩვენ წლების მანძილზე ერთი მცირე პოსტ საბჭოთა რესპუბლიკიდან გვაქცია ტოპ-რეფორმერად უამრავი სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ეკონომიკური კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020".


ნათია თურნავა კონფერენციის მიმდინარე პანელის „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გლობალურ კონტექსტში, ინფრასტრუქტურული განვითარება და როლი კონკურენტუნარიანობის ზრდაში" ერთ-ერთი სპიკერია. მან ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ მიღწევებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო იქცა ქვეყნად, რომლის ექსპორტიც ძალიან სწრაფად იზრდება და ეკონომიკურ ზრდაში ექსპორტის ზრდის კომპონენტი ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია.


„როდესაც ვამბობთ რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 5,2% - ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა რეგიონში, აქ ექსპორტი არის მთავარი დრაივერი. თუკი მთლიანად ექსპორტი გაიზარდა 12,4%-ით, მათ შორის ევროკავშირში ექსპორტის ზრდა კიდევ უფრო მაღალია - 13%-ით. აქედან გამომდინარე, ეს იყო ჩვენი ეგზისტენციალური, სწორი არჩევანი, რომელიც ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც არის სულ 3,7 მილიონი მოსახლეობისთვის, მოგვცა შესაძლებლობა და დღეს ჩვენს ქართულ ბიზნესებსა და უცხოურ ინვესტორებს ვთავაზობთ ხელმისაწვდომობას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მეშვეობით, გლობალური ბაზრის 1/3 თან 2,3 მილიარდი მომხმარებლის ბაზარი და ეს არის ჩვენი მომავალი და პოლიტიკური პრიორიტეტი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up