ნათია თურნავა - საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც აცხადებს, რომ მზადაა,  ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ვაქცინირებული თანამშრომლებით უმასპინძლოს საერთაშორისო ტურისტებს

ნათია თურნავა - საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც აცხადებს, რომ მზადაა, ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ვაქცინირებული თანამშრომლებით უმასპინძლოს საერთაშორისო ტურისტებს

access_time2021-05-05 19:00:00

ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციების და სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


შეხვედრაზე განხილული იქნა აღნიშნულ სექტორში დასაქმებულთა ორგანიზებული ვაქცინაციის შესაძლებლობები და დარგის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები.


როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც აცხადებს, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება ყველაზე მეტად უსაფრთხო და მზად არის, ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ვაქცინირებული თანამშრომლებით უმასპინძლოს საერთაშორისო ტურისტებს.


„დღეს გვქონდა პირველი, ტექნიკური სამუშაო ხასიათის შეხვედრა. ვისაუბრეთ, როგორ წარვმართოთ ეს პროცედურა სწრაფად, როგორ იყოს ის მეტად კომფორტული და ოპერატიული, ვინაიდან ტურისტული სეზონი უკვე დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე იმ სასტუმროებსა და რესტორნებს, რომელთა თანამშრომლების უმრავლესი ნაწილი იქნება ვაქცინირებული,უკვე ვთავაზობთ ისეთ სარგებელს, როგორიცაა საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიაში მონაწილეობა ჩვენი ძალებით. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ასეთი ობიექტის შესახებ ინფორმაცია ძალიან ფართოდ იქნება მსოფლიოში გავრცელებული, ვინაიდან საერთაშორისო ტურისტები ეძებენ სწორედ ისეთ ქვეყნებს, სადაც ტურისტული, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია უსაფრთხოა და საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანა იქნება და ამის შესახებ ყველა შეიტყობს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ტურიზმის ინდუსტრიამ გამოავლინა მზადყოფნა და ბევრმა დამსწრემ, სასტუმრომ თუ რესტორანმა გაიზიარა თანამშრომლების ნებაყოფლობითი ვაქცინაციის ინიციატივა.


„ძალიან საინტერესო იდეები მოვისმინეთ. წამოვიდა წინადადება, შეიძლება თუ არა გავრცელდეს ეს პრიორიტეტული ვაქცინაცია არამარტო თანამშრომლებზე, არამედ სურვილის შემთხვევაში მათი ოჯახის წევრებზეც და ჩვენ ამ თვალსაზრისით აღვუთქვით დახმარება. ასევე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა და იმ რეგიონებში, უშუალოდ ამ ობიექტების მახლობლად იქნება ძალიან მაღალ დონეზე მოწყობილი ვაქცინაციის ცენტრები, რა თქმა უნდა, ძალიან უსაფრთხო, ძალიან კვალიფიციური პერსონალის დახმარებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.






500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up