ნათია თურნავა - საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და უცხოელი ინვესტორებისთვის

ნათია თურნავა - საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და უცხოელი ინვესტორებისთვის

access_time2020-12-16 15:20:00

„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევაში საქართველომ 80-ზე მეტ ქვეყანას შორის დაიკავა მე-8 ადგილი საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის თვალსაზრისით. საქართველოს ეკონომიკა დასახელდა ერთ-ერთი ყველაზე ღია და მიმზიდველი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და უცხოელი ინვესტორებისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


საქართველოს მაჩვენებელი აღნიშნულ კვლევაში აისახა საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასებიდან გამომდინარე, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მოამზადა. კვლევა მოიცავს ქვეყანაში არსებული 22 ეკონომიკური სექტორის შესწავლას და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული ბარიერების იდენტიფიცირებას. საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას აღნიშნული კვლევის დასაწყებად 2019 წლის დასაწყისში მიმართა. მსგავსი კვლევა აღნიშნული ორგანიზაციის მხრიდან პირველად ჩატარდა. კვლევა მოიცავს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და რეკომენდაციებს გასატარებელი რეფორმების შესახებ.


ნათია თურნავას განცხადებით, კვლევისას შესწავლილი იქნა საქართველოს 22 ეკონომიკური სექტორი, მათ შორის, რა ბარიერები არსებობს და როგორი პრაქტიკაა ინვესტორებთან თანამშრომლობის მიმართულებით. „სწორედ ამ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებთან მიმართებაში. რამდენიმე თვის წინ ასევე საქართველოს საინვესტიციო გარემომ დადებითი შეფასება მიიღო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც, როგორც ერთ-ერთი ღია და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა და ეს არის ძალიან კარგი საწინდარი იმისა, რომ 2021 წელს, როდესაც მსოფლიო არსებითად დაძლევს პანდემიას, ჩვენ უცხოური ინვესტიციების ახალ ნაკადებს ველოდოთ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.



მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, მიდის აქტიური მუშაობა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. „ბევრი ახალი პროექტი დაიწყო IT ინდუსტრიაში, საპორტო ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, ბევრ სხვა დარგში, მაგრამ ეს პროცესი გაძლიერდება 2021 წელს. ჩვენ ამისთვის, მთავრობასთან ერთად, ახალი ბერკეტები შემოგვაქვს იგივე პროგრამის „აწარმოე საქართველოში კომპონენტის სახით. ამით ჩვენ შემოვიტანეთ წამახალისებელი მექანიზმი უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოში 150-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს და განსაზღვრული რაოდენობის ინვესტიციას განახორციელებს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


„ყველაფერი ეს ერთობლიობაში მუშაობს იმის სასარგებლოდ, რომ საქართველოში 2021 წელს, როდესაც დაიწყება ჩვენი ეკონომიკის აღდგენა, უცხოური ინვესტიციები ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყოს,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up