ნათია თურნავა: „საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის  საბჭოს წევრად პირველად აირჩიეს, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენთვის და ქართული ტურიზმისთვის“

ნათია თურნავა: „საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს წევრად პირველად აირჩიეს, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენთვის და ქართული ტურიზმისთვის“

access_time2021-12-03 00:00:00

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის და ქართული ტურიზმისთვის, რადგან გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა საქართველო ამ ორგანიზაციის წევრად აღმასრულებელ საბჭოში“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მადრიდში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც, საქართველო, თავისი ისტორიის მანძილზე პირველად, 4 წლის ვადით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოსთვის ეს არის ძალიან საპატიო წევრობა, რადგან ამ ორგანიზაციაში 200-მდე ქვეყანაა გაწევრიანებული და მხოლოდ 35 ქვეყანა შეადგენს აღმასრულებელ საბჭოს, სადაც საქართველო ევროპის ქვოტით არის დამტკიცებული.




„4 წლის განმავლობაში ჩვენ ვიქნებით აღმასრულებელი საბჭოს წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, შევძლებთ, გარკვეული პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ გლობალური ტურიზმის განვითარებაზე, მის აღდგენაზე კოვიდ-პანდემიის პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვისაც იქნება პოზიტიური, რადგან ისეთ ცვლილებებს გავატარებთ, რომლებიც მთლიანად, მსოფლიო ტურიზმსაც არგებს და, ცხადია, საქართველოსთვისაც იქნება მნიშვნელოვანი“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, მეტი პოპულარიზაცია, მეტი უსაფრთხო ტურიზმი, საქართველოს ღირსშესანიშნაობების მეტი გაცნობა მთელი მსოფლიოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.



გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს მტო-ს მმართველ ორგანოს, რომელიც უზუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს. საქართველო თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შეძლებს დაიცვას როგორც შავი ზღვის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების ინტერესები ტურიზმის განვითარების მიმართულებით.








რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს

რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს
access_time2022-01-22 21:00:29
მსოფლიო ელის, როდის შეიჭრება რუსეთი უკრაინაში. 2014 წელს ყირიმისა და დონბასის ნაწილის (ლუგანსკის და დონეცკის ოლქები) ანექსიის შემდეგ, რუსეთი უკრაინას ახალი ომით ემუქრება, რასაც წინ უძღოდა ნატო-რუსეთის საბჭოს უშედეგოდ...

სილქფესტი ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს!

სილქფესტი ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს!
access_time2022-01-22 17:48:07
სილქნეტს 22 და 23 იანვარს მრავალფეროვანი შეთავაზებები აქვს მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის. „სილქფესტის“ ხუთი განსხვავებული პაკეტიდან სასურველი პირობის გააქტიურებას ფიზიკური, იურიდიული პირები კომბინაციით *202# შეძლებენ: 300 წუთი - 5 ₾  5 GB + 100 წუთი - 7 ₾  700 წუთი - 9 ₾ 15 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 10 ₾ 20 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 12 ₾ მომხმარებელი არ...

ინფლაციის ყველაზე დიდი რისკი გეოპოლიტიკური არეულობაა - მოსაზრება

ინფლაციის ყველაზე დიდი რისკი გეოპოლიტიკური არეულობაა - მოსაზრება
access_time2022-01-22 19:00:32
ინფლაცია არ არის მხოლოდ ქვეყნის შიდა პრობლემა. შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაცია 7%-ს აღწევს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში. ეს საფრთხეს უქმნის ჯო ბაიდენის...

აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა
access_time2022-01-22 13:00:31
კიევში ამერიკის საელჩოს ცნობით, პარასკევს ღამით უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების მიწოდება დაიწყო, რაც ქვეყანას რუსეთის შესაძლო ინტერვენციისგან თავის დაცვაში...

რუსული "დიდება" ციფრებში - გიორგი ქადაგიძის მიმოხილვა

რუსული
access_time2022-01-22 18:00:58
დღევანდელ რუსეთს არ გააჩნია არანაირი ფინანსური, სამხედრო თუ ინტელექტუალური რესურსი აწარმოოს თუნდაც საშუალო მასშტაბის და ვადის სამხედრო კამპანია,“-ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე  სოციალურ ქსელში...


მსგავსი სიახლეები

up