ნათია თურნავა - საქართველო გახდება ერთ-ერთ პირველი, ვისაც მომავალში სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს ადგილად, სადაც მათი ტურისტები ჩავლენ

ნათია თურნავა - საქართველო გახდება ერთ-ერთ პირველი, ვისაც მომავალში სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს ადგილად, სადაც მათი ტურისტები ჩავლენ

access_time2020-05-14 12:29:01

საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი, ვისაც სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს მომავალში იმ მიმართულებად, სადაც მათი ტურისტები ჩამოვლენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის თქმით, პრემიერ - მინისტრის დავალებით, მთელი მთავრობა და პირველ რიგში, ეკონომიკის სამინისტრო, პერმანენტულ კომუნიკაციაშია კოლეგებთან.



„სისტემატიური კომუნიკაცია მაქვს სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტის, ტურიზმის მინისტრებთან, იმ უწყებებთან, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობს, რომ შევიმუშაოთ უსაფრთხო კორიდორების წესები და ჩვენმა ძალისხმევამ უკვე გამოიღო შედეგი. კონკრეტულ ქვეყნებთან გვაქვს გარკვეული მიღწევები და მომავალში სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც მათი ქვეყნის ტურისტები ჩავლენ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მისივე თქმით, ისრაელის სამთავრობო სტრუქტურებმა უკვე დაასახელეს საქართველო, როგორც ერთ-ერთი იმ უსაფრთხო ქვეყანათაგანი, სადაც შედარებით ნორმალური ეპიდსიტუაციიდან და მთავრობის მიერ გატარებული ეფექტური ზომებიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ მათი ტურისტები ჩავლენ.




მინისტრის განცხადებით, მუშაობა გრძელდება სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის ევროპის, ბალტიისპირეთისა და რეგიონის ქვეყნებთან.
ნათია თურნავას განმარტებით, ყოველივე აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, სულ მალე კონკრეტული მიმართულებებით ფრენების აღდგენაზე დასახელდება არა მხოლოდ ავიაკომპანიებიდან დასტური, არამედ კონკრეტული თარიღები.



მისივე თქმით, დღეის მონაცემებით, უკვე 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ დაადასტურდა პირველივე შესაძლებლობებისთანავე რეგულარული ფრენების აღდგენის მზადყოფნა.



„ეს არის ორკომპონენტიანი ამოცანა. ერთი ეს არის პირდაპირი ფრენები და ავიაკომპანიები მზად არიან, ყველა უსაფრთხო წესების დაცვით ფრენების დაწყებისთვის. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნების მთავრობებს შორის შეთანხმება. აქაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, თუ რა წესებით იფუნქციონირებს უსაფრთხო ტურიზმი და უსაფრთხო დერეფნები", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ყველა წინაპირობაა გააჩნია იმისთვის, რომ ნამდვილად ვიყოთ პირველი ქვეყანა, ვინც ყველა ამ უსაფრთხო კორიდორში მონაწილე იქნება იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვეთ სამედიცინო გაიდლაინების და წესების დაცვით ისე, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სანიმუშოდ ვმართეთ.



„ჩვენ გვაქვს ძალიან დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტი ანუ იგივე ღია ცის ქვეშ არსებული ძალიან ბევრი საინტერესო ლოკაცია, სადაც უსაფრთხოდ და სიამოვნებთ ჩამოვა უცხოელი ტურისტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ ტურისტული სეზონის გახსნის პერსპექტივას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up