ნათია თურნავა: „საქართველო რეფორმების მიმართულებით  ლოდერობას გააგრძელებს რაც ბიზნესს ხელსაყრელ კლიმატს შეუქმნის

ნათია თურნავა: „საქართველო რეფორმების მიმართულებით ლოდერობას გააგრძელებს რაც ბიზნესს ხელსაყრელ კლიმატს შეუქმნის

access_time2019-10-23 12:50:18

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის  პანელზე „ინვესტიცია წარმატებისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  საქართველოში უცხოელი საინვესტიციო გარემოს ხელსაყრელი გარემოს შესახებ ისაუბრა.  ნათია თურნავას განცხადებით, გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა საქართველოს  საკრედიტო რეიტინგი გაზარდეს.

 

„2019 წელს ორმა წამყვანმა სარეიტინგო  სააგენტომ „ფიტჩმა და  „სტანდარტ ენდ ფუარსმა  საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუზარდეს - სუვერენული კრედიტის მაჩვენებელი აწიეს სტაბილური პროგნოზით. სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და  უცხოელი ინვესტორებისთვის პოზიტიური გზავნილია, რომ საქართველო  ლიდერობას გააგრძელებს რეფორმების მიმართულებით, რაც ხელსაყრელ კლიმატს შეუქმნის ბიზნესს, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 

ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის რეიტინგებში საქართველოს პოზიციონირების  შესახებაც ისაუბრა: „ბიზნესის წარმოების სიმარტივით  მსოფლიო ბანკის რეიტინგში  ჩვენ ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია გვაქვს,  თუმცა ამ მიღწევას ყოველთვის გამყარება სჭირდება და ჩვენ ვაგრძელებთ ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობას ყველა მიმართულებით - ეს ეხება კერძო სექტორს, პრივატიზაციას, ნებართვებსა და ლიცენზიებს.  ჩვენ დღეს შეგვიძლია ციფრული პლატფორმების გამოყენებით ერთი ფანჯრის პრინციპით  საქმეების წარმოება.

 


ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა  დიდ ყურადღებას უთმობს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას, რათა შეიქმნას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა და მცირე და საშუალო საწარმოებმა ხარისხის  ევროპული სტანდარტები დააკმაყოფილონ.

 

პანელზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განათლების სფეროში რეფორმების გატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მინდა ხაზი გავუსვა განათლების რეფორმას, რაც ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდის  საფუძველი გახლავთ, ჩვენ გვაქვს ამბიცია ცოდნისა და ინოვაციების ეკონომიკის თვალსაზრისით წინ წავიდეთ.  2022 წელს განათლების ხარჯები  მთლიანი შიდა პროდუქტის 6 %-ს  მიაღწევს, -აღნიშნა მან.

 

 





პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება
access_time2019-11-16 12:30:22
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ დაპირისპირება გრძელდება. აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირება მოეხდინათ, რის შემდეგაც დაპირისპირება...


მსგავსი სიახლეები

up