ნათია თურნავა - საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია რეგიონში ინვესტიციების განხორციელების  კუთხით და ამაზე საუკეთესო პასუხია თვითონ ის ამერიკული კომპანიები, რომლებიც ჩვენთან მოღვაწეობენ

ნათია თურნავა - საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია რეგიონში ინვესტიციების განხორციელების კუთხით და ამაზე საუკეთესო პასუხია თვითონ ის ამერიკული კომპანიები, რომლებიც ჩვენთან მოღვაწეობენ

access_time2020-01-24 15:01:44

„დღეს აშშ - ის კაპიტალით საქართველოში შექმნილი 276 კომპანიიდან, ნახევარი - 140 კომპანია ბოლო რამდენიმე წელიწადშია შემოსული. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ევროპულ კომპანიებზე. 264 გერმანული კომპანიის თითქმის ნახევარი, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, ჩვენს ბაზარზე 2013 წლის შემდეგ შემოვიდნენ; 68 პოლონური კომპანიიდან 50-ზე მეტი ასევე ბოლო პერიოდშია შემოსული და ა.შ. როგორც ეკონომიკის მინისტრი, ყოველდღიურად ვაწყდებით, ვმუშაობთ ამ კომპანიებთან, გვაქვს პირისპირ შეხვედრები, შემოგვყავს და ვაკვირდებით, როგორ ასაქმებენ აქ ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს. მაგალითად, ამერიკული არქიტექტურული კომპანია „Base4", რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც შემოვიდა, ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.




მინისტრის განცხადებით, აშშ - სთან პირდაპირი ფრენების მოლაპარაკებებისას ერთ-ერთი დასაბუთება იყო ინვესტიციების, ინვესტორების, ამერიკული კომპანიების და ამერიკელი ბიზნესმენების გაზრდილი რაოდენობა, ვინც ჩვენთან ჩამოდის. „მოვუწოდებთ, რომ პირდაპირ იკონტაქტონ იმ ამერიკულ კომპანიებთან, ვინც ჩვენთან მოღვაწეობს - 300-მდე კომპანიაა და გაარკვიონ, რა პრობლემები დგას მათ წინაშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ რეალური სურათი, რაც მათ შეიძლება დაინახონ ასეთი უტყუარი ინფორმაციის შედეგად, აბსოლუტურად განსხვავებული იქნება და დარწმუნდებიან იმაში, რაშიც მათი კომპანიები უკვე დარწმუნებულები არიან - რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია რეგიონში ინვესტიციების განხორციელების კუთხით და ამაზე საუკეთესო პასუხია თვითონ ის ამერიკული კომპანიები, რომლებიც ჩვენთან მოღვაწეობენ," - განაცხადა ნათია თურნავამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up