ნათია თურნავა: სამწლიანი გაზიფიცირების პროგრამის შედეგად იმერეთში გაზს დამატებით 60-მდე სოფელი მიიღებს

ნათია თურნავა: სამწლიანი გაზიფიცირების პროგრამის შედეგად იმერეთში გაზს დამატებით 60-მდე სოფელი მიიღებს

access_time2019-10-29 14:01:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კლდეეთში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


აღსანიშნავია, რომ ამ სოფელს ბუნებრივი აირი არასდროს მიეწოდებოდა. მინისტრმა სოფლის მოსახლეობას პირადად გააცნო სამუშაოების მიმდინარეობის დეტალები და აღნიშნა, რომ გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში მხოლოდ იმერეთის რეგიონში 9 ათასამდე ოჯახის გაზიფიცირება მოხდება.



ამასთან, მინისტრმა უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინა მათ წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები. ნათია თურნავამ ასევე გაამახვილა ყურადღება აგროტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე, აგრეთვე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ბიზნესის სტიმულირების პროგრამებზე, რომელთა გამოყენებაც მიკრო და მცირე მეწარმეებსაც შეუძლიათ. მინისტრის განცხადებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ბუნებრივ აირს უკვე მომავალი წლის გაზაფხულზე მიიღებენ. მისი თქმით, გაზიფიცირება დამატებითი შესაძლებლობაა ამ სოფლების მცხოვრებლებისთვის, რათა მათ მცირე ბიზნესი განავითარონ, მათ შორის, გახსნან საოჯახო სასტუმროები და სხვა ობიექტები.




„ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ გაზიფიცირებას მთელი საქართველოს მასშტაბით. სამწლიანი გეგმის ფარგლებში დამტკიცებული იყო 226 დასახლებული პუნქტი, მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობისას, მოვახერხეთ დაფინანსების მოძიება და შედეგად 300-მდე დასახლებული პუნქტი იქნება გაზიფიცირებული. მათ შორის, იმერეთის მხარეში 60-მდე დასახლებული პუნქტი. მათ შორისაა პატარა სოფლები, როგორიცაა ტაბაკინი, ზედა კლდეეთი," - განაცხადა ნათია თურნავამ.



გაზიფიცირების 3-წლიან გეგმაში ცოტა ხნის წინ ცვლილება შევიდა და მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით 96 დასახლებული პუნქტით - 295-მდე გაიზარდა იმ დასახლებულ პუნქტთა რაოდენობა, სადაც სამი წლის განმავლობაში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება.



ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კლდეეთში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აწარმოებს. ამავე პროექტში ასევე შედის სოფლები: ქვედა კლდეეთი, ტაბაკინი და თვრინი. ჯამურად, ოთხივე სოფელში 900 აბონენტს მიეცემა ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალება (ტაბაკინი 354 აბონენტი; ზედა კლდეეთი - 200 აბონენტი, ქვედა კლდეეთი - 216 აბონენტი, თვრინი - 92 აბონენტი). პროექტს კომპანია „გაზკონტრაქტი" ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები 2020 წლის მარტში დასრულდება, პროექტის ჯამური ღირებულება 2 079 919 ლარს შეადგენს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ შალამბერიძე და გაზიფიცირების სამსახურის უფროსი გიორგი კაპანაძე. 







მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება
access_time2020-10-30 14:30:00
სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის იმ სერიოზულ პოტენციალზე, რომელიც დღეს უკვე ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ხელისუფლების, ეპიდემიოლოგების, ბიზნესისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. „სისტემური ლოკდაუნი...

„ბილაინი“ სომხეთის ბაზარს ტოვებს - გავა თუ არა VEON-ი საქართველოდან

„ბილაინი“ სომხეთის ბაზარს ტოვებს - გავა თუ არა VEON-ი საქართველოდან
access_time2020-10-30 16:00:45
სატელეკომუნიკაციო კომპანია VEON-ი სომხეთში საკუთარ ბიზნესს ყიდის. Veon Armenia-ს (სავაჭრო ნიშანი Beeline) ადგილობრივ კომპანია Team LLC ყიდულობს. გარიგების ღირებულება 51 მლნ დოლარს შეადგენს. VEON-ში ვარაუდობენ, რომ ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება.   VEON-ი სომხეთის ბაზრიდან გამოსვლას „კომპანიის სტრუქტურის გამარტივებით და მიმზიდველი პერსპექტივების მქონე ბაზრებზე ორიენტირების სურვილით“ ხსნის.   სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის ვებსაიტის თანახმად,...

"რამდენი ქარხანაც არ უნდა ავაშენოთ, დრო გაივლის და ქვეყანაში მხოლოდ სახელი დარჩება, ვიბრძოლოთ სახელისთვის" - ცეზარ ჩოჩელი ბიზნესმენებს

access_time2020-10-30 12:30:38
„ენმ“ - ის ძალა ერთობაშიას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი პარტიის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და ბიზნესმენებს, მეწარმეებს და კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს თანადგომისკენ მოუწოდა.   „მე მინდა მოვუწოდო ყველა მეწარმეს, ყველა ბიზნესმენს და ყველა კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანს, თუ  ჩვენ გვინდა, რომ ხვალიდნელი დღე იყოს უკეთესი,  თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე იდგეს, არა...

2020 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა

2020 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა
access_time2020-10-30 12:00:43
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ სექტემბერში 0.7% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი -5%-ია. მათ შორის წლის პირველ კვარტალში ზრდა 2.2% იყო, მეორე კვარტალში - 12.3%-იანი ვარდნა, მესამე კვარტალში კი - 3.8%-იანი კლება დაფიქსირდა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2020 წლის სექტემბერში,...

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...


მსგავსი სიახლეები

up