ნათია თურნავა: სამეგრელო ორ წელიწადში სრულად იქნება გაზიფიცირებული

ნათია თურნავა: სამეგრელო ორ წელიწადში სრულად იქნება გაზიფიცირებული

access_time2018-11-09 12:27:26


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას ინფორმაციით, სამეგრელოს სრული გაზიფიცირების პროცესი ორ წელიწადში დასრულდება. ეს განცხადება ნათია თურნავამ სენაკის რაიონის სოფელ თეკლათში გააკეთა, სადაც დღეს მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ ოჯახში ბუნებრივი აირის პირველად ანთების ტრადიციულ ცერემონიაში.


ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, სამეგრელოში ბოლო წლების განმავლობაში გაზიფიცირების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა – სახელმწიფოს, კერძო კომპანიების და „სოკარის“ მონაწილეოებით უკვე 4 მუნიციპალიტეტის 70 000-მდე კომლი გაზიფიცირებულია. „თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, არის ე.წ. გამოტოვებული სოფლები, ასევე ნაწილობრივ გაზიფიცირებული სოფლები. ეს ჩვენი პირველი რიგის პრიორიტეტია, 2019 წელს ამ თვალსაზრისით უკვე ყველაფერს დავასრულებთ და დავიწყებთ ორი დიდი მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებას, ესენია: წალენჯიხა და ჩხოროწყუ, სადაც მომავალ წელს მკვებავი მილი იქნება შეყვანილი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. ამასთან, მისი ინფორმაციით, დღეის მონაცემებით პროექტირება უკვე დასრულებულია, 2020 წელს კი გაზიფიცირების პროცესი ამ მუნიციპალიტეტებშიც დასრულდება.



„ასე რომ, სამეგრელო, გაზიფიცირების სამუშაოების კუთხით ერთ-ერთი მსხვილი უბანი, უახლოეს ორ წელიწადში სრულად იქნება გაზიფიცირებული“, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.


(CN)






არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება
access_time2019-04-25 15:31:13
სულ გვაწყნარებენ, გეგონება ჩვენ გიჟები ვართ,  და ეგენი ჭკვიანები და მშვიდები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, რითაც ემოციური ქმედებებისა და განცხადებების თავშეკავებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას უპასუხა. არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და დაპირდნენ, რომ ხვალისთვის პრობლემა, რომელიც დავით გარეჯშია შექმნილი, მოგვარდება. „უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს...

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“ მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“  მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია
access_time2019-04-25 14:00:50
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ, ჩვენ ყველა, საქართველოს სოფლის მეურნეობით და სოფლის განვითარებით დაინტერესებული მხარე უნდა გამოვფხიზლდეთ და ხმამაღლა ვისაუბროთ იმაზე, რომ „სიმპტომების“ წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტურია და ჯერ „პრობლემის სათავეს” უნდა ვუმკურნალოთ... ამას კი, პირველ რიგში, მთავრობის მხრიდან აშკარა და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება! — ასეთია  ISET-ის კვლევის...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ

 დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ
access_time2019-04-25 10:00:22
მესემე დღეა გარეჯში ჩამოსულ მომლოცველებს და სტუმრებს უდაბნოს მონასტერში მისასვლელი ბილიკი გადაკეტილი ხვდებათ, აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის მიერ, — წერს სოციალურ ქსელში დავით გარეჯის მონასტერის გიდი ზვიად ანანიაშვილი. კომერსანტი პოსტს უცვლელად გთავაზობთ. მიზეზი გასაიდუმლოებულია.. ყველეფერი ჩიჩხიტურის მონასტრის...

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...


მსგავსი სიახლეები

up