ნათია თურნავა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალურ მდივანს შეხვდა

ნათია თურნავა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალურ მდივანს შეხვდა

access_time2019-10-16 18:19:53

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) გენერალურ მდივანს იანგ ტაე კიმს შეხვდა, რომელიც საქართველოში პირველად იმყოფება საქმიანი ვიზიტით. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



„შეხვედრის ფარგლებში საქართველოს მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე აღნიშნეს ITF -ის მიერ მიღებული ხარისხის ქარტიის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს გადამზიდავებისათვის. ამასთან, ხაზი გაესვა ქარტიის მოთხოვნების საქართველოს მხრიდან წარმატებულ იმპლემენტაციას.



მხარეებმა ასევე სამომავლოდ მრავალმხრივი სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების კვოტების გაზრდის საკითხი. აღსანიშნავია, რომ ქართველი გადამზიდავები აქტიურად იყენებენ ზემოხსენებული კვოტების ფარგლებში გამოყოფილ საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვებს, რამაც ჩვენს გადამზიდველებს შეუქმნა პირობები ევროპის სატრანსპორტო ქსელში სრულფასოვანი ინტეგრირებისათვის. საქართველოს მხარემ ასევე ისაუბრა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე და ITF-თან ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.




საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი - ITF (2006 წლამდე ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია ECMT) წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) არსებულ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 1953 წელს და დღეისათვის აერთიანებს 60 ქვეყანას.



საქართველო ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციას შეუერთდა 1997 წელს და ჩაერთო ECMT-ის მრავალმხრივი სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების სანებართვო სისტემაში. აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა საქართველოს ავალდებულებს ტრანსპორტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა ჰარმონიზაციაში მოიყვანოს საერთოევროპულ კანონმდებლობასთან, მაქსიმალურად უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო პროცესის მიმართ დაწესებული სტანდარტების უნიფიკაცია და ერთიანი უსაფრთხო საავტომობილო სივრცის ფორმირება, რაც ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა
access_time2020-01-20 12:07:34
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2...

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები
access_time2020-01-20 11:30:36
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს და მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები. ამის შესახებ დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის სტრუქტურულ რეფორმაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ფონდს დღეს უკვე სხვა გამოწვევები და ამოცანები აქვს, ამიტომ აუცილებელია სტრუქტურული რეფორმა სწრაფად განხორციელდეს. ამასთან, დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოები არ უნდა...

სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს

 სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს
access_time2020-01-20 12:30:24
მას შემდეგ, რაც სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადისგან განთავისუფლდა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ზარალი ამ მიმართულებით გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ინფორმაციით, კომპანიის ზარალმა 2019 წლის 9 თვეში,  სვანეთისთვის მიწოდებული და გადაუხდელი ელექტროენერგიის ნაწილში, 7 მლნ. ლარი შეადგინა. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიას  რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული...

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე
access_time2020-01-19 21:00:10
  რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ  მათ სურთ ფინანსური დამოუკიდებლობა.   თუ გავითვალისწინებთ, რომ პრინცმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ტიტულზე, ამ პროცესს აქვს ორი მხარე   - ერთია, რომ უკვე ყოფილ პრინცს მკვეთრად შეუმცირდება დაფინანსება ოჯახიდან, მეორე კი - ამჟამად მას უკვე აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება.   რას აირჩევენ ჰარი და...


მსგავსი სიახლეები

up