ნათია თურნავა - საამაყოა, ლეშეკ ბალცეროვიჩმა ასე პოზიტიურად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და პრივატიზების დონე

ნათია თურნავა - საამაყოა, ლეშეკ ბალცეროვიჩმა ასე პოზიტიურად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და პრივატიზების დონე

access_time2020-02-26 19:30:17

მოხარულები ვართ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჟურნალ „ეკონომისტის ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე ლეგენდარულ ეკონომისტს, საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს ლეშეკ ბალცეროვიჩს ვმასპინძლობთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020 დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მისივე თქმით, ლეშეკ ბალცეროვიჩი 90-იან წლებში იდგა პოლონეთის ლიბერალური საბაზრო რეფორმების სათავეში, რაც იმ პერიოდის საქართველოსთვის იყო გარკვეული მაგალითი, რომელსაც ვაკვირდებოდით, ვსწავლობდით, ვაანალიზებდით ამ პროცესს და ამან დასაბამი დაუდო საქართველოში ლიბერალური რეფორმების ტალღას. „ძალიან საამაყოა, რომ დღეს ეს ადამიანი ჩვენთან ერთად იმყოფება და ასე პოზიტიურად აფასებს იმ რეფორმებსა და საბაზრო ეკონომიკის წარმატებულ ხარისხს, რასაც მივაღწიეთ ბაზრის ლიბერალიზაციისა და კერძო სექტორის დომინირებაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, - განაცხადა ნათია თურნავამ.



მინისტრის თქმით, ლეშეკ ბალცეროვიჩმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებით პოზიტიურად შეაფასა საქართველოში ინვესტიციების ზრდის დონე და ის მაჩვენებელი, რაც გვაქვს.




„მან ხაზი გაუსვა, რომ 30%-ზე მეტი ინვესტიციების წილი ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში, ერთ-ერთი სამაგალითო მაჩვენებელია მთლიანად მსოფლიოში. ასევე ის ფაქტი, რომ საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მართალია განსხვავებული დინამიკით ხასიათდება წლიდან წლამდე, მაგრამ მთლიანობაში შვიდი პროცენტი არის პიდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მთლიან შიდა პროდუქტში და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ათეულში ვართ, რაც მართლაც საამაყოა, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბალცეროვიჩის შეფასება პრივატიზაციის წარმატებასთან და მაღალ ტემპთან დაკავშირებით, ვინაიდან სწორედ ბატონი ლეშეკი იყო პირველი, ვინც თავიდან წამოიწყო მასობრივი პრივატიზაცია და დაამტკიცა, რომ კერძო ინიციატივაზე, კერძო სექტორზე დაფუძნებული ეკონომიკა და სწრაფი პრივატიზაცია ქვეყნებს ძალიან სწრაფად გაიყვანს კონკურენტუნარიანობის სულ სხვა დონეზე და მოახერხებს რეფორმების წინსვლას.



„ლეშეკ ბალცეროვიჩმა ძალიან კარგად შეაფასა პრივატიზების ის დონე, რაც ჩვენთან არის, დაჩქარებული პრივატიზების ის პროგრამები, რომელსაც ვახორციელებთ და ის ინსტიტუციური რეფორმები, რაც გვაქვს, - განაცხადა ნათია თურნავამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up