ნათია თურნავა - როგორც კი დავრწმუნდებით, რომ კომპანია სრულიად პასუხობს და გარანტიას გვაძლევს, რომ მისი საქმიანობა უსაფრთხო იქნება, მათ მუშაობას დავუშვებთ

ნათია თურნავა - როგორც კი დავრწმუნდებით, რომ კომპანია სრულიად პასუხობს და გარანტიას გვაძლევს, რომ მისი საქმიანობა უსაფრთხო იქნება, მათ მუშაობას დავუშვებთ

access_time2020-04-02 15:40:48

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ გაყიდვების მიმართულებით დღესდღეობით არსებული შეზღუდვების აუცილებლობასა და ამ სფეროს შემდგომი საქმიანობის დეტალებზე ისაუბრა. „ვიცი, რომ ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა, ზოგადად ბიზნესის შეზღუდვა ყოველთვის არასასიამოვნო და მტკივენულია, მაგრამ ეს პირველ რიგში ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ბიზნესებს საქმიანობის ახალ წესზე გადაწყობა და მაქსიმალურად დავრწმუნდეთ, რომ ისინი შეძლებენ, დაიცვან უსაფრთოხების ყველა ზომა", - განაცხადა ნათია თურნავამ.


მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე, უსაფრთხოების დაცვის ამოცანიდან გამომდინარე, არასასურსათო პროდუქციის ონლაინ გაყიდვები, პრაქტიკულად, აკრძალულია - ამაში არ შედის ფარმაცევტული ნაწარმი. ასევე გრძელდება სასურსათო ონლაინ გაყიდვები, რადგან ის სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სფეროა. „მაგრამ ჩვენ აქაც გადავამოწმებთ და მოვითხოვთ ყველა წესების დაცვას. გუშინ თავის ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და მე კვლავინდებურად მინდა ვთქვა, რომ ეს არის დროებითი იძულებითი ზომა, რადგან საკმაოდ დიდი სფეროა, საკმაოდ დიდი სისტემა, საკმაოდ დიდი ურთიერთობათა ჯაჭვი - იქ არის საწყობები, ჩართულია მიტანის სერვისები, ჩართულია ოფისები. მე მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ კომპანიას, ვინც ძალიან მოკლე ხანში ააწყო ონლაინ გაყიდები, იმიტომ, რომ ესეც არ იყო მარტივი - ძალიან კარგად ვიცი, რა რესურსთანაც იყო ეს დაკავშირებული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს იმ საკითხზე მუშაობა, თუ როგორი მოდელით და ფორმატით იქნეს შეთავაზებული ამ ბიზნესისთვის მუშაობის გადაწყობა. „მათ შორის, პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც საწყობებში მუშაობენ, აბსოლუტურ შესაბამისობაში არიან გაიდლაინებთან - აღჭურვილები, ეკიპირებულები, მათი ქცევის ალგორითმი უნდა იყოს გათვლილი. ასევე ის ადამიანები, ვინც მიდიან ამა თუ იმ ოჯახში და ჩვენ ვუღებთ კარს, თვითონაც უნდა იყვნენ დაცულები და რა თქმა უნდა, კლიენტებიც დაცულები უნდა იყვნენ. ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ, ძალიან მალე შევთავაზებთ კონკრეტულ წესებს და მოსაზრებებს ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, გადავიდეს ონლაინ გაყიდვებზე და ვინც ჩართულია ამ ბიზნესში", - განაცხადა მინისტრმა.


ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ყველა კომპანია, ვინც ონლიან საქმიანობაშია ჩართული, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ატარებს, რადგან უამრავ ოჯახთან და ადამიანთან აქვს შეხება. „როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია სრულიად პასუხობს და გარანტიას გვაძლევს, რომ მისი საქმიანობა უსაფრთხო იქნება, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, რომ დავუშვათ კონკრეტული კომპანიების საქმიანობა. როგორც კი მთელი სფერო უპასუხებს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება, რა თქმა უნდა, მთელი სფერო იფუნქციონირებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ახალ ვითარებაში ფუნქციონირება, გადავეწყოთ ამ, ასე ვთქვათ, კრიზისულ ვითარებაში და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი კომპანიის საქმიანობა იქნება უსაფრთხო და შესაძლებელი.", - აღნიშნა მინისტრმა.





ეროვნული ბანკი ლარში უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს

ეროვნული ბანკი ლარში  უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას  პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს
access_time2020-05-27 13:30:13
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. BM.ge-ის ერთ-ერთი კითხვა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას შეეხებოდა, რომელიც მთავრობას ოფიაციალურად არ გაუჟღერებია, მაგრამ სამშენებლო კომპანიების ნაწილი და საბანკო ასოციაცია ადასტურებს, რომ აღნიშნულზე მუშაობა მიმდინარეობს. კობა გვენეტაძის თქმით, ეს პროექტი მსესხებელთა ფინანსურ მდგომარეობს გააჯანსაღებს და ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით...

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა
access_time2020-05-27 10:50:16
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას...


მსგავსი სიახლეები

up