ნათია თურნავა - როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა გვილოცავს 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულებას და იმ დემოკრატიულ რეფორმას, კონგრესმენის კონკრეტული განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილია

ნათია თურნავა - როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა გვილოცავს 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულებას და იმ დემოკრატიულ რეფორმას, კონგრესმენის კონკრეტული განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილია

access_time2020-07-02 14:51:22

„როდესაც სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა გვილოცავს ჩვენ, ჩვენს გუნდს კონსტიტუციურ ცვლილებებს, 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულებას და იმ დემოკრატიულ რეფორმას, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, კონგრესმენის ეს კონკრეტული განცხადება, არის კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი და დისონანსში ზემოთნახსენებ შეფასებებთან," - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გამოცემაში „The Hill" დაბეჭდილ აშშ - ის კონგრესმენის მარკუეინ მალინის განცხადებას.


„ჩვენ დადებითი შეფასება მივიღეთ ძალიან ბევრი ოფიციალური სტრუქტურიდან, მათ შორის, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისგან - მოგვილოცა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ, ასევე აშშ -ს ელჩმა საქართველოში ქალბატონმა დეგნანმა და ეს ჩვენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ობიექტური აღიარებაა იმ წარმატებისა და სწორად შესრულებული პირობისა, რაც ფასილიტატორი ელჩების თანადგომით იქნა მიღწეული," - განაცხადა მინისტრმა.


რაც შეეხება კონკრეტულად კონგრესმენ მალინის განცხადებას, ნათია თურნავას შეფასებით, ის ალბათ არის გარკვეული პოლიტიკური თუ ბიზნეს სიმპათიებითა და ინტერესებით ნაკარნახევი. მისი თქმით, „ჩამონათვალშია ისეთი კომპანიები, როგორცაა „ფრონტერა" და სხვა რამდენიმე სხვა არცთუ ისე ადეკვატური ქეისი".



„ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვართ ამერიკული ინვესტიციების, ამერიკული კომპანიების, ისევე როგროც სხვა უცხოური ბიზნეს სტრუქტურების და ინვესტორების მთავარი ლობისტი ვართ, რასაც ის პოზიტიური დინამიკა ადასტურებს, რაც გვაქვს აშშ-დან პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში. ასევე ამას ადასტურებს ის პროგრამა, რომლის შესახებაც ჩვენ ვისაუბრეთ ქალბატონ დეგნანთან შეხვედრაზე - აშშ - ის მთავრობა გვეხმარება, რომ ჩვენი წიაღისეულის დეტალური შესწავლა მოხდეს ერთობლივად და ამ პროცესშია ჩართული ამერიკის გეოლოგიური კვლევის ორგანიზაცია, ამ ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურა," - განაცხადა ნათია თურნავამ.


მინისტრმა, ასევე მაგალითად მოიყვანა მსხვილი ევროპული ენერგეტიკული კომპანიის „OMV Petrom" - ის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიებისა და მოპოვების მოპოვების ტენდერში გამარჯვება. მისი თქმით, „OMV Petrom" - ი იმ დარგში დაიწყებს საქმიანობას, სადაც „ფრონტერაა" წარმოდგენილი.


„კვლავაც მინდა ვისარგებლო და კომპანია „ფრონტერას" მოვუწოდო დიალოგისკენ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ თუკი იქნება მზადყოფნა მათი მხრიდან, ძალიან დადებითად გადავწყვეტთ ყველა არსებულ პრობლემურ საკითხს, ასევე სხვა კომპანიებსაც შეიძლება ჰქონდეთ კონკრეტული ქეისი და ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ. ჩვენი კარი მათთვის ღიაა," - განაცხადა ნათია თურნავამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up