ნათია თურნავა - რაც მთავარია, ჩვენ პულსზე ხელი გვიჭირავს

ნათია თურნავა - რაც მთავარია, ჩვენ პულსზე ხელი გვიჭირავს

access_time2020-03-20 21:05:52

"საკმაოდ რთულია, წინასწარ დახატო გრძელვადიანი გეგმა, მით უფრო, რომ ამ გამოწვევას გლობალურადაც სირთულე ახასიათებს. რაც მთავარია, ჩვენ პულსზე ხელი გვიჭირავს. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბიზნესთან. ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და ადეკვატურად წერტილოვნად ვრეაგირებთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეკრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პრემიერ-მინისტრისგან დავალებული აქვს, სამოქმედო გეგმის შემუშავებისას განსაკუთრებული აქცენტი სტრატეგიულ მნიშვნელოვან დარგებსა და საწარმოებზე გააკეთოს. მინისტრის ინფორმაციით, ესენია სოფლის მეურნეობა, აგროგადამამუშავებელი წარმოება, ასევე ისეთი მოთხოვნადი პროდუქციის წარმოებები, როგორიცაა პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, ხელთათმანები და სხვ. „ასეთი პროდუქციის წარმოების საჭიროება აქამდე მწვავედ არ იდგა, მაგრამ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს უზრუნველყოფილი იყო დამცავი საშუალებების ადგილობრივი წარმოებით. ასევე მნიშვნელოვანია საექსპორტო დარგების მხარდაჭერაც," - განაცხადა ნათია თურნავამ.



ეკონომიკის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმზე, როგორც საქართველოს ეკონომიკაში უცხოური ვალუტის ერთერთი ძირითადი შემომტანი დარგზე. „ამ დანაკლისის შევსება აუცილებელია სწორედ იმის ხარჯზე, რომ ჩვენ მეტად განვავითარებთ საექსპორტო ინდუსტრიებს. იმედი გვაქვს, რომ მას შემდეგ, რაც მსოფლიო კორონავირუსის გლობალურ გამოწვევას გადალახავს, უფრო მეტი დატვირთვით ამუშავდება საექსპორტო დარგები და ჩვენ ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ," - განაცხადა ნათია თურნავამ. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up