ნათია თურნავა - ქართველი მეზღვაურების დასაქმება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია

ნათია თურნავა - ქართველი მეზღვაურების დასაქმება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია

access_time2019-11-25 16:37:59

ქართველი მეზღვაურების დასაქმება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის ფარგლებში საბერძნეთის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის თქმითვე, მეზღვაურის პროფესია ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა საზღვარგარეთ და სასიხარულოა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ათასობით ჩვენი მეზღვაური მსახურობს. მინისტრის განცხადებით, პროფესიონალ, მამაც ქართველ მეზღვაურებზე საზღვარგარეთ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.



„ასამბლეის ფარგლებში ათამდე სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრს ვხვდები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან თავიანთ ქვეყნებში საზღვაო ინდუსტრიაზე. ყველა შეხვედრაზე საუბარი მაქვს, თუ როგორც შევუწყოთ ხელი ქართველი მეზღვაურების დასაქმებას მსოფლიოს მასშტაბით, - განაცხადა ნათია თურნავამ.




მინისტრის განცხადებით, ასამბლეის ფარგლებში ხელი მოეწერება მემორანდუმს ბრაზილიის საზღვაო ადმინისტრაციასთან, რაც ქართველ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს დაშვება ჰქონდეთ ბრაზილიის დროშით მცურავ რვაასამდე გემზე.



„ასევე ვხვდებით და ვაღრმავებთ ურთიერთობას გერმანიის საზღვაო ასოციაციასთან, გერმანული დროშით მცურავ სამი ათასზე მეტ გემზე მსახურობენ უკვე ჩვენი მეზღავურები. თუმცა, გვინდა, კიდევ უფრო მეტი მეზღვაური დასაქმდეს. ეს ნაბიჯები მიმართულია ჩვენი მეზღვაურების უკეთესი დასაქმების პირობებისკენ და უფრო ფართო დასაქმებისკენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, - განაცხადა ნათია თურნავამ.



ამასთან, ნათია თურნავას თქმით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უახლოეს პერიოდში იწყება ბათუმის საზღვაო აკადემიის გაფართოების და ფოთში მისი ფილიალის გახსნის პროექტი.



„ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი მეზღვაურების მომზადების, გადამზადებისა და ტრენინგების პლატფორმა და კიდევ უფრო მეტი მაღალკვალიფიციური მეზღვაური დავასაქმოთ საერთაშორისო ბაზარზე, - აღნიშნა ნათია თურნავამ.







გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...

სილქნეტის ქსელში ჩართულ ახალ აბონენტს ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები უპრეცედენტო ფასად გაუაქტიურდება

სილქნეტის ქსელში ჩართულ ახალ აბონენტს ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები უპრეცედენტო ფასად გაუაქტიურდება
access_time2020-02-17 13:30:48
დღეიდან სილქნეტის ოტიკურ ქსელში ჩართულ აბონენტს, სპეციალურ ფასად ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები გაუაქტიურდება: ტელევიზია:  239 არხი - პაკეტი  პრემიუმ + ინტერნეტი:  100 მბ/წმ სიჩქარე  - პაკეტი  Formula 1 აქციის ფარგლებში, თბილისში პაკეტის ღირებულება შეადგენს თვეში 55 ლარს 6 თვით, ხოლო რეგიონში -თვეში 34 ლარს 1 წლის ვადით.  ...

BAG-ში „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს

BAG-ში „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს
access_time2020-02-17 12:55:19
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) საკანონმდებო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, BAG-ის წევრებთან ერთად, განხილული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი თანმდევი ცვლილებების პაკეტით, რომელიც შემუშავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. შეხვედრას გაუძღვნენ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე და საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა ნოდია. შეხვედრის ფარგლებში...

უბისა-შორაპანის მშენებელ ჩინურ კომპანიას გაფრთხილება მიეცა

უბისა-შორაპანის მშენებელ ჩინურ კომპანიას გაფრთხილება მიეცა
access_time2020-02-17 13:29:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. შეხვედრაზე, სოფელ უბისაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მშენებელი და ზედამხედველი კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია...

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვას კომპანია Cepsa განახორციელებს-პროექტის შედეგად,საქართველოში საწვავი შესაძლოა 15-20%-ით გაიაფდეს

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვას კომპანია Cepsa განახორციელებს-პროექტის შედეგად,საქართველოში საწვავი შესაძლოა 15-20%-ით გაიაფდეს
access_time2020-02-17 16:00:53
შპს „ფაზის ოილი“ და საკონსულტაციო კომპანია Deloitte & Touche ყულევის მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის განხორციელებას გეგმავენ. საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროცესში მონაწილეობას ამ სფეროს მსოფლიოს არაერთი ლიდერი კომპანია მიიღებს. „ფაზის ოილის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გია...


მსგავსი სიახლეები

up