ნათია თურნავა ქართველ მეცნიერ-ეკონომისტებს შეხვდა

ნათია თურნავა ქართველ მეცნიერ-ეკონომისტებს შეხვდა

access_time2019-07-17 20:28:16

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც რეგიონულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს შეეხებოდა. მას მეცნიერ-ეკონომისტები და მკვლევარები, აგრეთვე წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკის პროფესორები დაესწრნენ.


შეხვედრამ დისკუსიის რეჟიმში ჩაიარა. მინისტრის მოკლე შესავლის შემდეგ, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა გამოხატეს საკუთარი მოსაზრება, აგრეთვე დასვეს შეკითხვები საქართველოს ეკონომიკური ვითარების, ქვეყნის განვითარებაზე გარე შოკების გავლენისა და 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შექმნილი მდგომარეობის შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ექსპორტისა და ტურიზმის განვითარებასა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და გამოსვლის გზებზე. მეცნიერებმა ასევე გამოხატეს თავისი მოსაზრება, როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე რუსეთთან შექმნილი ვითარება, აგრეთვე თურქეთში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები.


მრგვალი მაგიდის დასასრულს, მისი მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა კრებსითი დოკუმენტის - ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის მომზადებაზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქართველი მეცნიერ-ეკონომისტების ხედვები ეკონომიკის განვითარების და ინკლუზიური ზრდის შესახებ



„ჩვენ - პირადად მე, აგრეთვე ეკონომიკის სამინისტროს სხვა თანამდებობის პირები პერიოდულად ვხვდებით მეცნიერ-ეკონომისტებს და ექსპერტებს და ერთმანეთს ვუზიარებთ მოსაზრებებს და სიახლეებს სხვადასხვა მიმდინარე ეკონომიკურ საკითხთან დაკავშირებით. ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალურია რეგიონული გამოწვევები. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ანალიზი. ჩვენ ვიმსჯელეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ტურიზმის სექტორში შექმნილ ვითარებაზე, სხვადასხვა საფრთხეებზე, იმ ნეგატიურ შედეგებზე, რაც ამ საფრთხეებს შეუძლია ეკონომიკურ განვითარებას მოუტანოს და ასევე მათი შერბილების გზებზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მრგვალი მაგიდის შემდეგ.


მინისტრის განცხადებით, მოხდა შეთანხმება, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა კრებსითი სტრატეგიული დოკუმენტის შექმნაზე, რომელიც არ იქნება მიმართული მხოლოდ დღევანდელ გამოწვევებზე. „ეს იქნება ეკონომიკური სტრატეგია, სადაც თავმოყრილი იქნება ჩვენი და მეცნიერ-ეკონომისტების ხედვები. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უშუალოდ დოკუმენტზე მუშაობის პროცესიც, რომელშიც ჩართული იქნება ყველა მსურველი აკადემიური წრეებიდან. ამ პროცესს ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ორგანიზებას გავუწევთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.


მრგვალი მაგიდა ორგანიზაცია „სექტორი 3" - ის ოფისში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და „თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა.






BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up