ნათია თურნავა - „ქართულმა ოცნებამ“ ეკონომიკასა და ბიზნესს პირველ რიგში ღირსება და თავისუფლება დაუბრუნა

ნათია თურნავა - „ქართულმა ოცნებამ“ ეკონომიკასა და ბიზნესს პირველ რიგში ღირსება და თავისუფლება დაუბრუნა

access_time2021-01-13 09:00:00

„როდესაც ვსაუბრობთ, თუ რა მოუტანა „ქართულმა ოცნებამ ეკონომიკას და ბიზნესს, პირველ რიგში, ესაა თავისუფლება და ღირსების დაბრუნება. ეს ეხება ზოგადად ადამიანებს და რა თქმა უნდა, ბიზნესს და ბიზნესმენებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის განმარტებით, თავისუფალი ბიზნესი არის ის პარადიგმა, რომლითაც ბიზნესი საქმიანობს და ვითარდება დემოკრატიულ ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკის დროს.



„ეს თავისუფლება ბიზნესს არ ჰქონდა 2012 წლამდე. უფრო მეტიც, ის იყო ძალიან უხეშად ხელყოფილი. საყოველთაოდ ცნობილია, როგორ იმართებოდა მაშინ ბიზნესი. ბიზნესს არ ჰქონდა არც გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება, არც საკუთარი ქონების განკარგვის და არც განვითარების თავისუფლება და პრაქტიკულად ორი-სამი კაცი, ძალოვანი ელიტა და მისი წარმომადგენლები წყვეტდნენ, ვის მფლობელობაში უნდა ყოფილიყო - იქნებოდა ეს ბანკი, მიწა თუ ლიცენზიის გაცემა და სხვა. ბიზნესი თუ საკმარისად ლოიალური იყო, ის გარკვეული ხარკის გადახდის სანაცვლოდ ვითარდებოდა, თუ არა და ეს ყველაფერი ხმარდებოდა მათ მერკანტილურ პოლიტიკურ ინტერესებს და ადამიანები კარგავდნენ არა მხოლოდ ბიზნესს, ქონებას, არამედ ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავარი, რამაც განაპირობა ცვლილებები, რასაც საზოგადოება და ბიზნესი მოწყურებული იყო, იყო ის, რომ ბიზნესსა და ბიზნესმენებს დაუბრუნდათ ღირსება და თავისი რეალური სტატუსი.



„თავისუფალი ბიზნესმენი იღებს თავისუფალ გარემოში გადაწყვეტილებას. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ბიზნესმენი არის თავისუფალი არა მხოლოდ თავისი ბიზნესის განვითარებაში, არამედ ნებისმიერ გამოხატულებაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მისივე თქმით, ჩვენი ეკონომიკა, განსაკუთრებით ბოლო წლებში ლიდერობს ყველა საერთაშორისო რეიტინგში, სადაც საქმე ეხება ბიზნესის თავისუფლებას, მთავრობის გამჭვირვალობას და არაკორუმპირებულობას და იმას, რომ მთავრობა ემსახურება მოსახლეობას, საზოგადოებას და არა პირიქით.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up