ნათია თურნავა - „ქართული ოცნების“ წარდგენილ ოცეულში კარგად არის შეზავებული გამოცდილება, წარსული წარმატება, მოსახლეობაზე ზრუნვით გაკეთებული საქმეები და ახალგაზრდული ენერგია

ნათია თურნავა - „ქართული ოცნების“ წარდგენილ ოცეულში კარგად არის შეზავებული გამოცდილება, წარსული წარმატება, მოსახლეობაზე ზრუნვით გაკეთებული საქმეები და ახალგაზრდული ენერგია

access_time2020-09-11 10:10:54

„ქართული ოცნების“ სიის პირველი ოცეული ძალიან მაგარი შემადგენლობაა, სადაც ერთმანეთთან კარგად არის შეზავებული გამოცდილება, ეფექტურობა, წარსული წარმატება, მოსახლეობაზე ზრუნვით უკვე გაკეთებული საქმეები და ეფექტური გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სიის პირველი ოცეულის შეფასებისას განაცხადა.


„ასევე ახალგაზრდა სახეები, ახალგაზრდა ენთუზიაზმი და ენერგია. ეს მართლაც არის წარმატების ფორმულა, გამარჯვების გარანტი. ძალიან მაგარი შემადგენლობა, მაგარი გუნდი წარვადგინეთ. ეს არის მართლაც საოცნებო გუნდი, Dream team - შეიძლება ითქვას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მისივე თქმით, მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ გუნდში ძლიერი ეკონომისტებიც არიან.



"მაგალითად, ჩვენი სამინისტროს სისტემიდან წარდგენილია ორი შესანიშნავი ახალგაზრდა ქალბატონი - მარიამ ქვრივიშვილი და მარიამ ლაშხი. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ორივე ძლიერი მენეჯერი და კარგი ეკონომისტია“, -აღნიშნა ნათია თურნავამ.


მარიამ ქვრივიშვილი ამ დრომდე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, მარიამ ლაშხი კი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.


„ასე რომ, ჩვენი ეკონომიკის ორი მნიშნელოვანი სფერო - ტურიზმი, რაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული და ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები არის წარმოდგენილი და ზოგადად ბევრი სხვა საინტერესო პროექტის განხორციელება შეუძლიათ. მთლიანობაში ჩენ ვართ ერთი გუნდი, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი და გპირდებით, ჩვენი მუშაობა მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

“ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

“ვენდი” მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს  24/7-ზე ემსახურება
access_time2020-10-23 17:15:26
“ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით  24/7-ზე შეუძლიათ.   ““ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს...

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს
access_time2020-10-23 20:00:04
Starbucks-ის ონლაინ დამატება კომპანიას უპროცენტო საკრედიტო დარბაზთან წვდომას და დამატებით შემოსავალს აძლევს.   საქმე იმაშია, რომ ყავახანების ქსელი სასაჩუქრე ბარათებზე დარჩენილ...

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა
access_time2020-10-23 16:30:10
იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:   ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის...


მსგავსი სიახლეები

up