ნათია თურნავა - „ქართული ოცნების“ წარდგენილ ოცეულში კარგად არის შეზავებული გამოცდილება, წარსული წარმატება, მოსახლეობაზე ზრუნვით გაკეთებული საქმეები და ახალგაზრდული ენერგია

ნათია თურნავა - „ქართული ოცნების“ წარდგენილ ოცეულში კარგად არის შეზავებული გამოცდილება, წარსული წარმატება, მოსახლეობაზე ზრუნვით გაკეთებული საქმეები და ახალგაზრდული ენერგია

access_time2020-09-10 23:51:07

„ქართული ოცნების“ სიის პირველი ოცეული ძალიან მაგარი შემადგენლობაა, სადაც ერთმანეთთან კარგად არის შეზავებული გამოცდილება, ეფექტურობა, წარსული წარმატება, მოსახლეობაზე ზრუნვით უკვე გაკეთებული საქმეები და ეფექტური გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სიის პირველი ოცეულის შეფასებისას განაცხადა.

 

„ასევე ახალგაზრდა სახეები, ახალგაზრდა ენთუზიაზმი და ენერგია. ეს  მართლაც არის წარმატების ფორმულა, გამარჯვების გარანტი. ძალიან მაგარი შემადგენლობა,  მაგარი გუნდი წარვადგინეთ. ეს არის მართლაც საოცნებო გუნდი, Dream team - შეიძლება ითქვას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მისივე თქმით, მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ გუნდში ძლიერი ეკონომისტებიც არიან.

 


"მაგალითად, ჩვენი სამინისტროს სისტემიდან წარდგენილია ორი შესანიშნავი ახალგაზრდა ქალბატონი - მარიამ ქვრივიშვილი და მარიამ ლაშხი. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ორივე ძლიერი მენეჯერი და კარგი ეკონომისტია“, -აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მარიამ ქვრივიშვილი ამ დრომდე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, მარიამ ლაშხი კი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

 

„ჩვენი ეკონომიკის ორი მნიშნელოვანი სფერო - ტურიზმი, რაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული და ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები არის წარმოდგენილი და ზოგადად ბევრი სხვა საინტერესო პროექტის განხორციელება შეუძლიათ. მთლიანობაში ჩენ ვართ ერთი გუნდი, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი და გპირდებით, ჩვენი მუშაობა მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ


R




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up