ნათია თურნავა PwC-ისა და ინვესტორთა საბჭოს მიერ კოვიდ-19-ით გამოწვეულ პრობლემთან დაკავშირებით ჩატარებულ ბიზნესის კვლევას გაეცნო

ნათია თურნავა PwC-ისა და ინვესტორთა საბჭოს მიერ კოვიდ-19-ით გამოწვეულ პრობლემთან დაკავშირებით ჩატარებულ ბიზნესის კვლევას გაეცნო

access_time2020-11-19 12:20:01

გლობალური პანდემიის პირობებში, რაც დიდი გამოწვევაა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, მივესალმებით ინვესტორთა საბჭოს დახმარებას, კერძოდ საბჭო, საერთშორისო აუდიტორულ კომპანია PwC-თან ერთად, პერიოდულად ატარებს და გვაწვდის კვლევებს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მცირე და საშუალო ბიზნესში პანდემიიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის თქმით, რამდენიმე თვის წინ ჩატარებულმა პირველმა კვლევამ, რომელიც პანდემიის პირველ ეტაპზე ჩატარდა, საკმაოდ რთული შედეგები და პესიმისტური მოლოდინი აჩვენა.

თუმცა, ნათია თურნავას განცხადებით,ბოლო კვლევა უფრო ოპტიმისტურ სურათს აჩვენებს იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ძალიან აქტიურად ეხმარება ბიზნესის სხვადასხვა სექტორს, მცირე და საშუალო ბიზნესს, რომ შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა, განვითარდეს და გაუმკლავდეს პანდემიას, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური მაჩვენებლებიც უფრო უმჯობესდება, ბოლო კვლევა უფრო ოპტიმისტურ სურათს აჩვენებს .

„ბოლო კვლევის თანახმად, ბევრმა ბიზნესმა შეძლო და შეინარჩუნა საკუთარი შემოსავლები, დასაქმების მაჩვენებელიც, რომელიც თავიდან იყო უფრო ნეგატიური. თუმცა, თანდათან გამოსწორდა, ასევე მოლოდინებიც არის უფრო ოპტიმისტური. ამ ფაქტორებზე დადებითად იმოქმედა ცნობებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოების დაწყებაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ. ასევე მოქმედებს ისიც, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას, ახალ პაკეტს ვამზადებთ, ეს ყველაფერი მათზე დადებითდ აისახება და ამას PwC-ის კვლევაც აჩვენებს, - აღნიშნა ნათია თურნვამ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით, ინვესტორთა საბჭომ, „პრაისუოთერჰაუს კუპერს საქართველოსთან თანამშრომლობით ჩაატარა ბიზნესის კვლევა კოვიდ-19-ით გამოწვეულ პრობლემთან დაკავშირებით.


აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვლევა უკვე მეორე ჩატარდა. პირველი კვლევა მოიცავდა აპრილი - მაისის პერიოდს, ხოლო მეორე კვლევა - სექტემბერი - ოქტომბერს. გამოიკითხა 750-მდე კომპანია, რომლის დროსაც მოხდა სხვადასხვა სექტორში მომუშავე კომპანიების საჭიროებების სიღრმისეული შესწავლა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up