ნათია თურნავა -  პროგრამას „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს ვაფართოვებთ და ვამატებთ წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონებს

ნათია თურნავა - პროგრამას „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს ვაფართოვებთ და ვამატებთ წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონებს

access_time2020-01-30 14:56:02

როგორც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა მთავრობის სხდომის დაწყების წინ, გვაქვს მნიშვნელოვანი ინიციატივა და სიახლე - ეს არის პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს შემდგომი ეტაპი და მისი გაფართოება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.


მინისტრის თქმით, გასული წლის შემოდგომით დააანონსებული პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს ფარგლებში დაიწყო მასშტაბური პრივატიზების პროცესის ახალი ტალღა და მუდმივად, სულ მცირე 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი იმართება, რომელიც ბიზნესს სხვადასხვა სახის სახელმწიფო ქონებას სხვადასხვა სახის საინვესტიციო ვალდებულებებით სთავაზობს.


„პირველმა ეტაპმა გვაჩვენა, რომ ეს პროგრამა საკმაოდ წარმატებული ინიციატივაა და სახელმწიფო ქონების პრივატიზების გზით ამ პროგრამიდან უკვე 50 მლნ ლარამდე შემოსავალია მიღებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის დაწყების მომენტიდან იმდენად მაღალი იყო ბიზნესის აქტივობა და ინტერესი, რომ გასული წელი პრივატიზების კუთხით ორმაგი გადაჭარბებით დავასრულეთ - რაც გვქონდა შემოსავლები ჩადებული ბიუჯეტში პრივატიზებიდან, ამ პროგრამის ამოქმედების მომენტიდან, წლის ბოლო თვეებში აქტიურობის შედეგად, მაჩვენებელი ორჯერ მეტია. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაფართოვოთ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს პროგრამის არეალი და სამომავლოდ მოვიცვათ არა მარტო სახელმწიფო ქონების პრივატიზება, არამედ წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონებიც, - განაცხადა ნათია თურნავამ.



ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს აუქციონები დღემდე ტრანსპარენტულად იმართება, მაგრამ კიდევ უფრო მასშტაბურად მომზადდება 100 ახალი აუქციონი , რომელიც უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.


„წიაღისეულის 100 აუქციონი მუდმივად გაიმართება და ჩატარდება გამჭვირვალედ, როგორც ეს აქამდე იყო. ასე გვინდა, რომ წიაღისეულის არა მხოლოდ მოპოვება, არამედ გადამუშავება ხდებოდეს და ძირითადი ღირებულება რჩებოდეს საქართველოში. ეს იქნება აუცილებელი მოთხოვნა და გადამუშავების მოთხოვნის გამო სულ მცირე 120 მილიონი ლარის ინვესტიცია იქნება დარგში განხორციელებული, მათ შორის გადამამუშავებ სიმძლავრეებზე და 1800-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, წიაღთან დაკავშირებით მეორე მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ პროგრამის ფარგლებში გამოტანილ ობიექტებზე ეკოლოგიის, გარემოზე ზემოქმედების ნეიტრალიზაციის უფრო მაღალი სტანდარტი იქნება მოთხოვნილი.


„ეს იქნება ისევ და ისევ გამჭვირვალე პროცესი, მათ შორის მედიისთვის და ჩვენ ველოდებით, რომ ისევე წარმატებით განხორციელდება, როგორც „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს ქონების პრივატიზების ნაწილი, - განაცხადა ნათია თურნავამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up