ნათია თურნავა - პროგრამა „აწარმოე საქართველოში

ნათია თურნავა - პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ახალ ამოცანებზე გადაეწყობა

access_time2020-04-03 14:40:14

„ჩვენი მთავარი პოსტკრიზისული ამოცანა იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესის განვითარება იქნება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ შევძლოთ საკუთარი თავის უზრუნველყოფა კრიტიკულად აუცილებელი პროდუქტებით. ყველგან, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარი რესურსით უნდა დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზარი," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.


მინისტრის განცხადებით, ადგილობრივი მეწარმეობის სტიმულირების პროგრამა „აწარმოე საქართველოში" სრულად გადაეწყობა ახალ ამოცანებზე. ნათია თურნავამ ასევე გაამახვილა ყურადღება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმზე. „წინა პერიოდში აღნიშნული მექანიზმი არ იყო მაინცდამაინც მოთხოვნადი და ეს გასაგებიც იყო, რადგან ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით ვითარდებოდა. ჯანსაღი ბიზნესებისთვის ბანკიდან სესხის მოზიდვა პრობლემას არ წარმოადგენდა. ამდენად, საკრედიტო საგარანტიო სქემა, როგორც თანაუზრუნველყოფის მექანიზმი არ იყო აქტუალური. მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სწორედ კრიზისის დროსაა ასეთი ტიპის მექანიზმები უფრო აქტუალური, როდესაც სახელმწიფო გვერდში უდგება ბიზნესს, რათა მან შეინარჩუნოს თავისი მდგრადობა და შეძლოს ფინანსების მოზიდვა. ამდენად, ახლა ამ მექანიზმის გაფართოება ძალიან დროულია," - განაცხადა ნათია თურნავამ.



მინისტრის განცხადებით, საკრედიტო საგარანტიო ფონდის მექანიზმის გაფართოება დაგვეხმარება, რომ გადავარჩინოთ ასობით მცირე და საშუალო ბიზნესი. მისი თქმით, აღნიშნული მექანიზმის განვითარების ფორმას ბიზნესი უახლოეს დღეებში გაეცნობა.


„როგორც პრემიერ-მინისტრმა დაგვავალა, ჩვენ არ შემოვიფარგლებით უკვე ცნობილი მექანიზმებით. ეს არ იქნება მხოლოდ პროგრამა „აწარმოე საქართველოში", არ იქნება მხოლოდ საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი. ჩვენ ყველა შესაძლო ბერკეტს ავამოქმედებთ იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს დაცული, ადგილობრივი წარმოება განვითარდეს და მისი კონკურენტუნარიანობა ამაღლდეს. პირველ რიგში, საკუთარი ბაზარი რომ დავაკმაყოფილოთ და როგორც კი გლობალური ბაზრები მოგვცემს ამის საშუალებას, ექსპორტი მაქსიმალურად გავაფართოოთ და მხარი დავუჭიროთ," - განაცხადა მინისტრმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up