ნათია თურნავა:  „პროფესიული განათლების სექტორის მხარდაჭერა არის ჩვენი ერთ-ერთი მაღალი დონის პრიორიტეტი

ნათია თურნავა: „პროფესიული განათლების სექტორის მხარდაჭერა არის ჩვენი ერთ-ერთი მაღალი დონის პრიორიტეტი"

access_time2019-12-03 23:05:57

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს სამკერვალო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც დარგის საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



როგორც ნათია თურნავამ და მიხეილ ჩხენკელმა განაცხადეს, ბიზნესმენთა პრობლემების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ითქვა, რომ აღნიშნული შეკრების ჩატარება 18 ოქტომბერს ნათია თურნავასა და სამკერვალო დარგის წარმომადგენელთა შეხვედრაზე დაიგეგმა, რომლის დროსაც გამოიკვეთა დარგის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის საკითხზე.



შეხვედრაზე ტექსტილის კომპანიების წარმომადგენლებმა საკუთარ საჭიროებებზე ისაუბრეს და შესაბამისი მიმართულების პროფესიული პროგრამის შექმნაში მონაწილების მზადყოფნა გამოთქვეს. აღინიშნა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მზად არის, დააფინანსოს ტექსტილის კომპანიების საჭიროების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მოსამზადებელი პროფესიული პროგრამები. მხარეები თანამშრომლობის დეტალებზე შეთანხმდნენ და მომავალი სამუშაო შეხვედრები დაგეგმეს.




„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენი სამინისტრო პერიოდულად ხვდება სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ცოტა ხნის წინ შევხვდით ტექსტილის ინდუსტრიას, 20-ზე მეტი საწარმო იყო, როდესაც განვიხილეთ ის ძირითადი გამოწვევები, რის წინაშეც დარგი დგას, ერთ-ერთი მთავარი იყო პროფესიული კადრების ნაკლებობა. ეს გამოწვევა არის სწორედ ის მთავარი ამოცანა და გამოწვევა, რაზეც ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რადგან პროფესიული განათლების სექტორის მხარდაჭერა არის ჩვენი სამინისტროს და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მაღალი დონის პრიორიტეტი," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.




„წინა შეხვედრაზე დავპირდით ტექსტილის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომ შემდეგი შეხვედრა ჩატარდებოდა იმ სამინისტროში, რომელიც დღეს გვმასპინძლობს. ჩვენ კონკრეტულად ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ ჩვენი ორი სამინისტრო ამ კომპანიებს და მხარი დავუჭიროთ ადამიანების მომზადება-გადამზადებას ისეთ პროგრამებში, რაც არ შეუქმნის განვითარების პრობლემას ტექსტილის ინდუსტრიას - იქნება ეს კონსტრუქტორები, დიზაინერები, ტექნოლოგები თუ სხვა მოთხოვნადი სპეციალობები, სადაც ადამიანთა დასაქმების მზადყოფნას უკვე ახლავე ავლენს ჩვენი სამკერვალო ინდუსტრია," - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მინისტრის შეფასებით, ეს არის ქართული წარმოების მხარდაჭერის ერთ-ერთი მიმართულება. „სხვა ბევრი გზაც არსებობს, რითიც გვერდში ვუდგავართ ბიზნესს - მათ შორის არის „აწარმოე საქართველოში" პროგრამა, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე საექსპორტო მხარდაჭერა, მაგრამ კვალიფიციური კადრების გადამზადება იმისთვის, რომ ადამიანები ღირსეულად დასაქმდნენ ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.



მიხეილ ჩხენკელის თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია პროფესიული განათლების მიმართულებით კვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებიც ბაზრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და სწრაფად დასაქმდებიან. ამისათვის პროფესიულ კოლეჯებსა და კერძო კომპანიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა უნდა არსებობდეს, მათ შორის, პროფესიული პროგრამების შემუშავების დონეზეც.







საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...

Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-03 13:15:58
3 აგვისტოს, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით 156 მგზავრი გაფრინდა.  აღსანიშნავია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up