ნათია თურნავა - პროფესიული განათლება არის ის ნიშა, რომელზეც მთავარი აქცენტი კეთდება და რომელსაც ყოველთვის ხელს შევუწყობთ

ნათია თურნავა - პროფესიული განათლება არის ის ნიშა, რომელზეც მთავარი აქცენტი კეთდება და რომელსაც ყოველთვის ხელს შევუწყობთ

access_time2019-12-03 20:10:52

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კოლეჯ „სპექტრში გამართულ ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (BTEC) მიერ ავტორიზებული საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომები გადაცემის ცერემონიაში. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენელები დაესწრნენ.



ნათია თურნავამ 62 კურსდამთავრებულს დიპლომების მიღება მიულოცა და თავის გამოსვლაში საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასეთი ფაქტი პირველად ხდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რაც მნიშვნელოვანია როგორც თავად კურსდამთავრებულთათვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. „ეს, რა თქმა უნდა, თქვენთვის ძალიან მნიშნელოვანია, რადგან გიხსნით ახალ კარს მსოფლიო შრომის ბაზარზე, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოს მთავრობისთვის - განათლების, ეკონომიკის სამინისტროებისთვის, რადგან ეს მოასწავებს ახალ ეტაპს, როდესაც პროფესიული განათლების კოლეჯები, პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრები, როგორიცაა „სპექტრი, „ახალი ტალღა და სხვები, რომლებიც, მე დარწმუნებული ვარ, რომ განათლების სამინისტროს და ჩვენი უწყების დახმარებით მალე შემოგვემატება, ეს საგანმანათლებლო ცენტრები მართლაც იქცევა ჩვენი სამომავლო პოლიტიკის ცენტრად, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.



მისივე თქმით, პროფესიული განათლება არის ის ნიშა, რომელზეც მთავარი აქცენტი კეთდება და რომელსაც მთავრობა ყოველთვის ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს ჩვენი თანამემამულეების სხვადასხვა მოთხოვნად პროფესიებში მომზადება და გადამზადება.




„ასევე მივადევნებთ თვალყურს, როგორ საქმდებიან როგორც ჩვენს ინდუსტრიებში, ასევე საზღვარგარეთ, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



BTEC-ის დიპლომი, საერთაშორისო პროფესიული სტანდარტით აღიარებულია 150 ქვეყანაში. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით, კოლეჯმა „სპექტრმა კოლეჯ „ახალ ტალღასთან ერთად, ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეიმუშავა. 2017 წლის შემოდგომიდან, ორივე კოლეჯი სწავლებას ბრიტანეთის ტექნიკური და ეკონომიკური საბჭოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ოთხ პროფესიულ საგანმანათლებლო მიმართულებაზე ახორციელებს: შედუღება, ელექტროობა, ჰაერის კონდიცირება, წყალმომარაგების სისტემები. 2017 წლიდან დღემდე BTEC -ის მიერ ავტორიზებულ პროგრამებზე დარეგისტრირდა 190 სტუდენტი.








დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up