ნათია თურნავა - პრემიერი უახლოესი ნაბიჯების პრეზენტაციას გააკეთებს, რომელიც ეპიდემიით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებებისკენ იქნება მიმართული და დავასახელებთ კონკრეტულ ციფრებს

ნათია თურნავა - პრემიერი უახლოესი ნაბიჯების პრეზენტაციას გააკეთებს, რომელიც ეპიდემიით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებებისკენ იქნება მიმართული და დავასახელებთ კონკრეტულ ციფრებს

access_time2020-04-21 21:45:38

ჩვენმა განხორციელებულმა ღონისძიებამ, რომელიც შეეხებოდა სამი თვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას, მოიცვა ადამიანების დიდი კატეგორია, მათ შორის თვითდასაქმებულებიც და სხვა სექტორში დასაქმებული ადამიანებიც. შემდგომში, უფრო მეტი დეტალების პარასკევს გახდება ცნობილი , - ასე უპასუხა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “საღამოს ნიუსრუმი“ წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას, იმასთან დაკავშირებით, თუ რა სტრეტიგია აქვს სახელმწიფოს თვითდასაქმებულებთან მიმართებაში, როგორ მოხდებამათი აღრიცხვა და რა დახმარებას მიიღებენ ისინი.

 

მისი თქმით, პირველ ეტაპზე, მათი მთავარი ამოცანაა, შეარბილონ პანდემიით გამოწვეული დარტყმა, როგორც მოსახლეობაზე, ისე ყველაზე მეტად დაზარალებულ ბიზნესებსზე.

 

„პირველ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა და მოკლევადიანი გეგმა მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენ შევარბილოთ დარტყმა, როგორც მოსახლეობაზე, ისე ყველაზე მეტად დაზარალებულ ბიზნესებსზე. ამ გეგმის განხორციელება პრაქტიკულად უკვე დაწყებულია და მთელი რიგი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, იქნება ეს გადასახადების გადახდის გადავადება ტურიზმისთვის, ტურიზმთან ასოცირებული ბიზნესებისთვის, თუ სამი თვის კომუნალურების სუბსიდირება ოჯახებისთვის. ეს შეეხო მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, 2/3-ს ჩვენი ოჯახებისა და აბონიმენტების. პარასკევს უკვე პრემიერ-მინისტრი გააკეთებს პრეზენტაციას უახლოესი ნაბიჯების, რომელიც მიმართული იქნება სწორედ ეპიდემიით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებებისკენ და იქ დავასახელებთ უკვე კონკრეტულ ციფრებსა და ღონისძიებებს. ეს იქნება ძალიან კონკრეტული გეგმა.


 

რაც შეეხება თვითდასქმებულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებს, ერთ-ერთი ჩვენი განხორციელებული ღონისძიება, რომელიც შეეხებოდა სამი თვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას, ეს იყო: ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, დასუფთავება და წყლის მოხმარების გადასახადი, სწორედ ისე იყო გათვლილი, რომ შეეხებოდა ყველა კატეგორიას, განურჩევლად იმისა თუ სად არის ადამიანი დასაქმებული, არის ის დასაქმებული თუ უმუშევარი. შემდგომში, უფრო მეტი დეტალები პარასკევს იქნება გაშლილი“,- განაცხადა ნათია თურნავამ.



თეგები:
covid19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up