ნათია თურნავა - პრემიერ-მინისტრის დავალებით ვმუშაობთ პოსტკრიზისულ ეკონომიკის აღორძინების გეგმაზე, რომლითაც შევძლებთ, კვლავ ამოვქოქოთ ჩვენი ეკონომიკა

ნათია თურნავა - პრემიერ-მინისტრის დავალებით ვმუშაობთ პოსტკრიზისულ ეკონომიკის აღორძინების გეგმაზე, რომლითაც შევძლებთ, კვლავ ამოვქოქოთ ჩვენი ეკონომიკა

access_time2020-04-06 14:50:07

„ამ ვითარებაში ძალიან რთული იქნება პროგნოზის გაკეთება, რადგან დამოკიდებულები ვართ გლობალურ ბაზარზე მიმდინარე ვითარებაზე და ასევე როდის მოერევა მსოფლიო ამ გამოწვევას, კორონავირუსს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის განცხადებით, გლობალური კრიზისის ზემოქმედება დაიწყო ტურიზმიდან და ტურიზმთან დაკავშირებული ინდუსტრიებით, მაგრამ დღესდღეობით უნდა ვისაუბროთ, მთლიანად რა ზარალს განიცდის ეკონომიკა.




„შიდა ტურიზმი შეიძლება უფრო მალე განვითარდეს, როგორც კი ჩვენ შევძლებთ თქმას, რომ უსაფრთხოდ ვართ და მოვერიეთ ამ გამოწვევას, მაგრამ ტურიზმის განვითარებაში ძირითადი კონტრიბუტორი იყო საერთაშორისო ტურიზმი, საერთაშორისო, უცხოელი მოგზაურები და აქედან გამომდინარე, ეს მრავალმხრივი პროცესია, რომელიც მარტო ჩვენზე და ჩვენს ქმედებებზე არ არის დამოკიდებული,“- განაცხადა მინისტრმა.



„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავანეიტრალოთ და შევარბილოთ ეს ნეგატიური ზემოქმედება მოსახლეობასა და ბიზნესზე და რაც შეიძლება მოკლე და ეფექტური გავხადოთ ვირუსთან ბრძოლის პერიოდი, რომ ყველაზე მძიმე - ბიზნესების გაჩერების დრო მაქსიმალურად მოკლე იყოს. ასევე პრემიერ-მინისტრის დავალებით ვმუშაობთ პოსტკრიზისული ეკონომიკის აღორძინების და სტიმულირების გეგმაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, პირველივე მომენტიდან, როგორც კი ძირითადი საფრთხე გადაივლის, შევძლოთ, კვლავ ამოვქოქოთ ჩვენი ეკონომიკა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up