ნათია თურნავა - პრემიერ-მინისტრის დავალებით შევიმუშავეთ საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებითვის ქვეყანაში შემოსვლის რეალობაზე მორგებული ახალი შემსუბუქებული რეჟიმი

ნათია თურნავა - პრემიერ-მინისტრის დავალებით შევიმუშავეთ საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებითვის ქვეყანაში შემოსვლის რეალობაზე მორგებული ახალი შემსუბუქებული რეჟიმი

access_time2021-01-29 14:10:27

პრემიერ-მინისტრის დავალებით და თაოსნობით მთელი ეს პერიოდი ვმუშაობდით საქართველოში შემოსვლის რეჟიმის გადახედვასა და ახალი რეალობის მორგებაზე როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისათვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ნათია თურნავამ ისაუბრა იმ შემსუბუქებულ რეგულაციებზე, რომელიც საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებზე, საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შემთხვევაში გავრცელდება.



„პირველი თებერვლიდან აღდგება რეგულარული ფრენები, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის დავალებით და თაოსნობით მთელი ეს პერიოდი ვმუშაობდით საქართველოში შემოსვლის რეჟიმის გადახედვასა და ახალი რეალობის მორგებაზე როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისათვის.



ეს შემსუბუქება ხელს შეგვიწყობს, რეგულარული ფრენების აღდგენის პირობებში, ყველა ეპიდემიოლოგიური წესის და სიფრთხილის დაცვით, თანდათან ავამოქმედოთ ტურისტული პოტენციალი, შესაძლებლობების ფარგლებში და იმის გათვალისწინებით, რომ პანდემია ჯერ არ დამარცხებულა.




დღემდე საქართველოს მოქალაქეები საზღვარზე შემოდიან ან ნეგატიური PCR ტესტით და 8 დღიან თვითიზოლაციაში გადადიან, ან იმ შემთხვევაში, თუ მათ არ აქვთ PCR ტესტი წარდგენილი ქვეყანაში შემოსვლისას, 12 დღიან თვითიზოლაციას ექვემდებარებიან და ჩვენ ამ პროცესს ვაკონტროლებთ.



1 თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR ტესტით და 8 დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR ტესტი ჩაიტარონ და ამ შემთხვევაში თვითიზოლაციიდან თავისუფლდებიან. ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც არ ექნებათ შემოსვლისას ნეგატიური PCR ტესტი, 12 დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 8 დღიანი თვითიზოლაცია წესდება და ჩვენ ამ ნაწილში მივყვებით ევროპის სტანდარტებს“, -განაცხადა ნათია თურნავამ.



მისი თქმით, უცხო ქვეყნის ვიზიტორებს ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, შეეძლება უპირობოდ საქართველოში შემოსვლა.



„რაც შეეხება უცხო ქვეყნის ვიზიტორებს - ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, (რაც ნიშნავს ორ სრულ დოზას), დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება უპირობოდ საქართველოში შემოსვლა.



რაც შეეხება არავაქცინირებულ ვიზიტორებს - ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ს, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებს და რეზიდენტებს, ამავე ქვეყნებიდან ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა ექნებათ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მესამე დღეს სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR ტესტი. ჩვენ აქ თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up