ნათია თურნავა - პოსტპანდემიურ პერიოდში USAID - ის მხარდაჭერა გაიზრდება ისეთი სექტორების მიმართ, როგორიცაა ტურიზმი, მსუბუქი მრეწველობა, ელექტრონული კომერცია და ინფორმაციული ტექნოლოგიები

ნათია თურნავა - პოსტპანდემიურ პერიოდში USAID - ის მხარდაჭერა გაიზრდება ისეთი სექტორების მიმართ, როგორიცაა ტურიზმი, მსუბუქი მრეწველობა, ელექტრონული კომერცია და ინფორმაციული ტექნოლოგიები

access_time2020-08-26 13:25:27

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს პიტერ ვიბლერს შეხვდა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიმდინარეობასა და სამომავლო სიახლეებზე. მათ შორის, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის ისეთი სექტორებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფაზე, როგორიცაა მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და სხვ.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს როგორც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების - ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში წარმომადგენლებმა.


შეხვედრაზე USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს გააცნო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სააგენტოებს შორის თანამშრომლობის პროგრესის შესახებ პროდუქტების განვითარების, მარკეტინგის, სტრატეგიისა და ახალ კორონავირუსთან (COVID-19) ბრძოლისას მხარდაჭერის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ძალისხმევა მიმართულია ეკონიმიკური ზრდისა და განვითარებისთვის ისეთ ღირებულებათა ჯაჭვებსა და სექტორებში, როგორიცაა მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, კრეატიული ინდუსტრია, გაზიარებული ინტელექტუალური სერვისები და მყარი ნარჩენების მართვა. ითქვა, რომ პროგრამა მუშაობს სახელმწიფო სააგენტოებთან ინვესტიციების მოზიდვის, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნისა და გაყიდვების გაზრდის მიმართულებით.



„აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, გააფართოვოს თავისი დახმარება, თანადგომა და დაფინანსება იმ პროგრამების განხორციელების მიმართულებით, რომელთაც სააგენტო ეკონომიკის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებთან ერთად ახორციელებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მინისტრის განცხადებით, პირველ რიგში, ესაა ტურიზმი და მისი მხარდაჭერა რთულ პოსტპანდემიურ ვითარებაში, ასევე საინვესტიციო პოლიტიკის მხარდაჭერა განსაკუთრებით ისეთ დარგებში, სადაც მაღალი ღირებულება იქმნება. მათ შორის საუბარია მხარდაჭერაზე ტრენინგების, გადამზადების, ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისით. კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სახელმწიფო ქონების პრივატიზება, რომლის ფარგლებში ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა სახელმწიფოს პოტენციური ინვესტორების მოზიდვაში მხარდაჭერას აღმოუჩენს.


„ასევე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაეწევა ელექტრონულ კომერციას და სხვა მაღალტექნოლოგიურ დარგებს. დიგიტალიზაციის ხარისხის ზრდა სწორედ ის ტენდენციაა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტპანდემიურ პერიოდში, - განაცხადა ნათია თურნავამ.


„ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც კიდევ უფრო გაფართოვდა, რეალურად ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. მთავარი მიზეზი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პროგრამის გაგრძელება, შემდეგია: ის ხელს უწყობს ეკონომიკის აღდგენას კორონავირუსის შემდეგ და მოიცავს ისეთ პროგრამებს, რომლებიც მანამდე არ შედიოდა ამ პროგრამის ფარგლებში. საუბარია მსუბუქი მრეწველობაზე, ელექტრონული კომერციაზე, ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე და სხვა. - განაცხადა USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up